უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 სექტემბერი, 2018 13:32
font-size

ზაზა ოქუაშვილი: მთავრობის სახით ჩვენ გვაქვს ორგანიზებულ, კრიმინალურ ჯგუფთან საქმე, რომელიც ფიქრობს, როგორ იმოქმედოს, თითქოს უხილავად

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზაზა ოქუაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშვილთან ერთად“ ისაუბრა მის ბიზნესზე, შექმნილ პრობლებზე, ხელსიფულების რეკეტსა და მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებზე.

-როდის დაიწყოომეგა ჯგუფსადა ტელეკომპანიაიბერიაზეზეწოლა, კონკრეტულად, რა პერიოდს ემთხვევა ჩანაწერები, თუ გინდა ვთქვათ, თუ გინდა პირდაპირ მოთხოვნები, როდის დაიწყო შემოტევაომეგა ჯგუფზე“?

-აბსოლუტურად გახსნილად ვსაუბრობ უკვე და საუბრობენ „ომეგას“ წარმომადგენლები. კარგა ხანია, ეს იქნება უცხოეთში, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით, იმას, რომ მიმდინარეობს და კარგა ხანი მიმდინარეობდა რეკეტი, კერძოდ, ჩვენ გვაქვს ახლა „ომეგა ჯგუფის“ გამოძალვა, რეკეტი, ფულის გათეთრება, რა ვიცი, რა ჩამოვთვალო, და ახლაც ვსაუბრობთ გახსნილად. მთავარია, რომ ამ გახსნილ საუბარს ჰქონდეს ოდესღაც შედეგი. შედეგი ის, რომ შეჩერდეს საქართველოში კრიმინალური მოღვაწეობა მთავრობის მხრიდან და საქართველოს ჰქონდეს თავისუფალი ხმა, თავისუფალი ბიზნესის უფლება, თავისუფალი ცხოვრების, განვითარებისა და მომავალზე ოცნების უფლება.

მთავრობის სახით ჩვენ გვაქვს ორგანიზებულ, კრიმინალურ ჯგუფთან საქმე, რომელიც ფიქრობს, როგორ იმოქმედოს, თითქოს უხილავად.

ასე ქვეყანა ვერ განვითარდება და ყველა ჩვენგანმა, საქართველოს მოქალაქემ, კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს და გამოთქვას პროტესტი.

-ლევან ყიფიანმა თქვა, რომ ჩანაწერები არის ფაბრიკაცია და თქვა, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი შეიძლება აღმოჩნდეს მის მდგომარეობაში. რას უპასუხებდით მას?

-ლევან ყიფიანმა და სხვა მოქმედმა კრიმინალურმა წევრმა შეიძლება ბევრი რამე თქვას. და თუ კანონი იმოქმედებს, უფრო ბევრს იტყვიან, ასე ვთქვათ, როცა ისინი იქნებიან აყვანილები.

აბსურდია ჟურალისტმა მითხრას, რომ ტელევიზია დათმე და გავცვალოთ. გვაქვს საქმე „ოცნების“ დამფუძნებელთან აგრეთვე და ეს ჯაჭვი არსებობს, ეს ჯაჭვი გრძელდება, მას ნელ-ნელა ვიგებთ და გვაქვს საქმე რეალურ კანონდარღვევებთან და თუ ჩვენ ყველამ აბსურდზე ვისმჯელებთ, მთავარი გვრჩება. ეს ხალხი დღესაც ყვლიფავს სახელმწიფოს, ანადგურებს, ისაკუთრებს ბიზნესებს. აქ ყველაფერი ჩანს აშკარად, რომ ეს რეალობაა. ხალხი ინაწილებს სხვის ბიზნესს, სხვის ხმის თავისუფლებას, ბიუჯეტს, მე არ ვიცი, ათეთრებს თანხებს. როგორ შეიძლება, ქვეყნის მომავალზე ვიმსჯელოთ და ქვეყნის თავისუფლებაზე, ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს, ხალხმა უნდა გაიგოს.

„ომეგამ“ და, ასე ვთქვათ, მე პირადად ვებრძვი ამას წლების განმავლობაში და ვფიქრობ, რაც არის დასაბუთება, აბსოლუტურზე მეტია დასაბუთება, რომ პასუხი მოვთხოვოთ კრიმინალებს.

-ვანო ჩხარტიშვილი და ბატონი ჩუბინიშვილი კატეგორიულად უარყოფენ იმას, რომ იმ ჩანაწერში, რომელშიც ჩანს, რომ ხელისუფლება ითხოვსომეგასადა იმ ფაბრიკას, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ჩუბინიშვილი. ამას ისინი კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ პირადად თქვენ სთხოვეთ შეხვედრა.

-რომელი საღად მოაზროვნე, ნორმალური ბიზნესმენი გაგიგიათ თქვენ, რომ მიდიოდეს სადმე შეხვედრაზე, აძლევდეს მისი კუთვნილი 100%-დან 75%-ს, ან კიდევ სად გინახავთ, რომ ორი კომპანია ინაწილებდეს 25-25%-ს. სად ვართ ჩვენ? სოციალიზმში ვართ? არსებობს დიდი და პატარა კომპანია, ჩვენი კომპანია შეიძლება იყოს 3-4-ჯერ მეტი სხვა კომპანიაზე, რანაირად შეიძლება ასე ზუსტად იყოს განაწილებული? ეს ხომ სოციალისტური კრიმინალური განაწილებაა მხოლოდ. ესე იგი, უნდა გაერთიანდეს, რა უნდა გაერთიანდეს? როგორ უნდა გაერთიანდეს 50% პარტიას, ე.წ. ფონდს, ე.წ. კონსულტანტს.

-ამის შესახებ პირდაპირ გითხრეს?

-რა თქმა უნდა, მითხრეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ მოვისმინეთ. საბოლოო ჯამში, როგორც სოციალისტური ფაბრიკები, ფაბრიკა იქნებოდა ცვეთაზე, ვერ შეინარჩუნებდა თავის თავს.

გამეტებული აქვთ ფაბრიკა, წარმოება, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი მომავალი. სად მიდიან თვითონ? სად უნდა იცხოვრონ?

-იქნებ, კარტები პირდაპირ გავხსნათ დღევანდელ დღეს და პირდაპირ გვითხრათ, ვინ ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებიდან ტელევიზიას და ვინ ითხოვდა ხელისუფლებიდან კონტრიბუციებს?

-აუცილებლად მე დავასახელებ უმაღლეს პირებს, რომლებიც არის და ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს და განაგებს. გავაჟღერებ ყველა გვარს, ყველა სახელს, რაც არ უნდა დიდი იყოს, რაც არ უნდა საშიში იყოს.

-ანუ, კიდევ რაღაცებს აზუსტებთ?

-იმას ვაზუსტებ, რომ არ გადავუსწრო იურიდიულ პროცესებს, რაც მიმდინარეობს უცხოეთში და რომ მქონდეს მხარდაჭერა შეთანხმებული ჩემი ადვოკატებისგან.

-მე მაქვს ინფორმაცია, რომ თქვენ ქუმსიშვილი გთხოვდათ ძვირადღირებულ ავტომანქანებს. როდესაც მას არ მიეცით ავტომანქანები, მოხდაომეგა ჯგუფისგაჩერება.

-მარტო ავტომანქანებს? შეიძლება, ავტომანქანები ვიღაცას ხვდებოდა და იმის ზემოთ, ყველა მინისტრს აქვს და ჰქონდა თავისი ლიმიტი მხოლოდ, ჩემი აზრით, რომელიც განსაზღვრულია დაახლოებით 200-300 000 დოლარად. იმის იქით, ვფიქრობ, როდესაც არის მილიონებზე საუბარი, იმის იქით უკვე სხვა ჯგუფია, რომელიც, შეიძლება, ხელმძღვანელობდეს მთავრობას, მაგრამ არ იყოს პირდაპირ მთავრობა.

„ომეგას“ გაჩერება ხდებოდა სხვადასხვა ფინანსური ბერკეტით, ზემოქმედებით. ფინანსური ბერკეტი, უპირველეს ყოვლისა, დაიწყო ბანკებიდან. როდესაც ბანკმა 5 წელზე გაწერილი კრედიტი, იგივე 15 მილიონი, ამოიღო ერთ წელიწადში. ომეგას გაჩერება ხდებოდა ყოველ დროს და ყოველ მომენტში, როდესაც „ომეგა“ ბაზრის 8%-ს აჭარბებდა. ყოველთვის ხდებოდა მილიონების მოთხოვნა, სამაგიეროდ, ესაა სტილი, სქემა, ხალხის დათრგუნვის, ხალხზე კონტროლის აღების აბსოლუტურად და ხალხი გამოიჩენს ნებას, ხალხი ბრძენია, ასე იტყვიან, ხალხი იტყვის თავის სიტყვას და ეს თითქოს ამაყი კრიმინალები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ მათი ძალა განუსაზღვრელია, ხალხი მაგათ დაანახებს , სად უნდა იყვნენ, სად უნდა ისხდნენ და სად და როგორ უნდა აგონ პასუხი. რა თქმა უნდა, ციხეში უნდა იჯდეს კრიმინალი, რომელიც ეწევა გამოძალვას, რომელიც თავისუფალ სიტყვას ახშობს, რომელიც დემოკრატიას ახშობს. ის არ უნდა იყოს დაწინაურებული, მიღებული, წარმატებული ამ კრიმინალში, და ასეთი ძალა არ უნდა გვფლობდეს ჩვენ, ადამიანებს, მოქალაქეებს, ქართველებს.

-გასაგებია, რომ თქვენ არ მიეცით ფული საქართველოს ხელისუფლებას. თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, სხვა ბიზნესმენი, თქვენი კოლეგები უხდიან თუ არა საქართველოს ხელისუფლება ფულს?

-მე არ მინდა, რომ სხვა ბიზნესზე ვისაუბრო, თუმცა , მაგალითად, იგივე ფაბრიკა, რომელსაც რატომღაც ჩვენთან ერთად თანაბრად გაგვინაწილებია 25-25%. თუმცა მე კონკრეტულად არ ვიცნობ, მაგრამ მე ვიცი ერთადერთი და ვიცნობდი ადამიანს ძალიან კარგად, რომ ეს ადამიანი ფლობდა ამ ფაბრიკას და ახლა, ამ ბოლო დროს რატომღაც ეს ფაბრიკა გადავიდა სხვის ხელში. მე ნამდვილად არ გამიგია, რომ ფაბრიკა იყიდებოდა ან გადაიღალა ადამიანი, ან გადაწყვიტა. პირველად ეს ინფორმაცია, ალბათ, ჩვენთან უნდა მოსულიყო. მე ასეთი რამ არ გამიგია, ამიტომ მაქვს უფლება, აზრები მქონდეს, თუმცა, არ ვიცი, ვერ დავაზუსტებ და ეს შეიძლება თქვენ, ჟურნალისტებმა დააზუსტოთ.

-თქვენ კითხვის ნიშნები გიჩნდებათ, საიდან აქვს ვანო ჩხარტიშვილს ის ფაბრიკა, რომელსაც ფლობს?

-არ ყოფილა თავიდანვე ფაბრიკის მონაწილე, დამფუძნებელი, ახლა არის თუ არა, ესეც არ ვიცი. ვანო ჩხარტიშვილი უფრო მთავრობის მხრიდან წარმომადგენელი იყო, ჩემი აზრით, ვიდრე ფაბრიკის მფლობელი, როგორც ვიცოდი. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მას რამე წილი ჰქონდეს. მე ვერ დავდებ თავს. მე არასდროს არ გამიცნია ვანო ჩხარტიშვილი, როგორც წილის მფლობელი, თუმცა არ გამორიცხავ. წილის მფლობელად მე გავიცანი მეორე ყოფილი ელჩი რუსეთში.

ყველა ადამიანს ჩვენ ვერ მოვთხოვთ ასეთ რისკს. მე ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ ირგვლივ მყავს ადამიანები, რომლებიც არ მსაყვედურობენ, რომ ჩვენ წავედით ასეთ რისკზე. ბედნიერი ვარ ასეთი თანამშრომლებით, მადლობა თქვენ, ტელევიზიას, თანამშრომლებს, ახლობლებს, ოჯახს, ყველას, რომ არ მეუბნებიან, არ მსაყვედურობენ ამ რისკისთვის, რომელზეც მივდივარ. მაგრამ მე დავანახებ, რომ რისკზე მიდის ის კრიმინალი, რომელიც დასაჭერია. ეს აუცილებლად მოხდება, დაიჯერეთ ხალხო. გამოიხატება ნება. დიდ საქმეს ვაკეთებთ საქართველოსთვის, მე მჯერა, მე მივდივარ ამ რისკზე, იმიტომ რომ მე მჯერა, რომ დიდ საქმეს ვაკეთებთ. საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, მოქალაქე უნდა იყოს თავისუფალი, სიტყვა უნდა იყოს თავისუფალი, ბიზნესი თავისუფალი და საქართველო აშენდება, ეკონომიკურადაც და სხვანაირად მიიღებს მსოფლიო მას, ცივილიზაცია, რომელიც არ გვაქვს, ჩვენ სპექტაკლებს ვთავაშობთ, ვსვამთ კითხვებს ყიფიანზე, ვიღაცაზე, რომელიც არასწორია. ჩვენ მივალთ გვარებზე აუცილებლად და მივალთ იქამდე, რომ ამ გვარებმა აგონ პასუხი.

-ჩანაწერებიდან ჩანს, რომ დაინტერესება იყო ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვიდან. თქვენ თუ შეგიძლიათ დღეს თქვათ პირადად, იყო თუ არა ბიძინა ივანიშვილი იმ ტერორში, რომელშიც აღმოჩნდაომეგა ჯგუფი“?

-მოდით, დაველოდოთ კვირის ბოლოს. მე არ მინდა, მისაყვედურონ ჩემმა ადვოკატებმა და უფრო მეტ გაშიფვრამდე წავიდე დღესდღეობით. მოდით, სინქრონიზაცია იყოს ჩვენსა და ადვოკატებს შორის, ჩვენსა და იმ სიმართლეს შორის, რომელიც იდება უცხოეთში.

-თქვენ ხელისუფლებასთან დაპირისპირებით, ფაქტობრივად, სასწორზე დადეთ ტელეკომპანიაიბერიადაომეგა ჯგუფი“. რა ელოდება ამით ზაზა ოქუაშვილ?

-მე სასწორზე ვერ დავდებ საქართველოს მომავალსა და ჩემს კომპანიას. სასწორი ყოველთვის გადაიხრება საქართველოს მომავლისკენ. მზად ვარ, ყველაფერი ჩავდო, თუ რამეს ვაკეთებდი, ვაკეთებდი საქართველოსთვის, თუ რამე გაგვაჩნია, გავაკეთეთ ინვესტიციები, ასობით, მილიონობით ინვესტიცია გვაქვს საქართველოში, რომელიც ჩვენ შევქმენით, რომელიც გავაკეთეთ, ათეულობით ინტერნაციონალური პარტნიორი ჩამოვიყვანეთ. ეს ყველაფერი გაკეთებული გვაქვს, ვუშვებთ პროდუქტს, რომელზეც დიდი მოთხოვნაა, რომელიც გვეამაყება, პროდუქტია ჩვენი ტელევიზია, თავისუფალი სიტყვა, „იბერია“. გვეამაყება, მაგრამ თუ სასწორზე დაიდება საქართველოს მომავალი, საქართველოს თავისუფლება, თითოეული ჩვენგანის თავისუფლება, რა თქმა უნდა, სასწორი გადაიხრება საქართველოსკენ. ჩვენ არ ვართ მარტო სიტყვით ქართველები, ჩვენ უნდა ვიყოთ საქართველოს დამცველები, დავიცვათ საქართველო მოღალატეებისგან, კრიმინალებისგან.

-ვიდრე ეს ჩანაწერები გავრცელდებოდა, გავრცელდა უკვე ინფორმაციები ჟურნალისტურ წრეებში, ტელეკომპანიაიბერიავერ მიატანდა დეკემბრამდე. რა შეგიძლიათ უთხრათ მოსახლეობას, ტელეკომპანიაიბერიაშიმომუშავე ჟურნალისტებს?

-მზად ვარ, რამე შევწირო, მაგრამ არ ვარ მზად წაგებისთვის, მზად ვარ მხოლოდ მოგებისთვის ჩემს ხალხთან ერთად. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ. უნდა იბრძოლოს ტელეკომპანიამ. მე ვხედავ, რომ რუსთავი 2 ძალიან კარგად აშუქებს, ვხედავ სხვა ტელვევიზიებსაც და იცით რა, ხალხში ნება რომ იქნება, რაც დარჩა, ის ტელევიზიაც სიმართლეს იტყვის. ხალხის ნება რომ იქნება, ეს სამართალდამცავებიც სწორ გზაზე დადგებიან და შემოუტრიალდებიან იმათ, ვისაც უნდა მოვთხოვოთ.

ჯერ კონკრეტული შემთხვევაც რომ განვიხილოთ, ჩვენ არ განგვიხილავს. ბოლოს და ბოლოს შეხედეთ რეალური, მარტივი თვალით, რას ითხოვს „ომეგა“. „ომეგა“ წნეხის ქვეშაა, დეკლარირებული ვალდებულებები გაუჩნდა და ითხოვს, რომ ეს გრაფიკი, რომელზეც სახელმწიფო ვალდებულია, ორ თვეში მისცეს, რესტრუქტურიზაციას ვეძახით ჩვენ, და ამას არ აკეთებს სახელმწიფო. დაუკვირდით, რასთან გვაქვს საქმე. სად ხდება ეგრე, გადაიხადოს 50 – 51 მილიონი ორ კვირაში, სად ხდება, ხალხო? ხალხო, გამოვფხიზლდეთ, შევხედოთ, თანაც 50 მილიონში 14, შეიძლება 15 მილიონი არის საურავი. საურავზე საუბრობენ კომპანიაზე, რომელსაც ასეულობით მილიონი დაბანდებული აქვს, მილიარდები ბიუჯეტში აქვს შეტანილი და ამდენი ინვესტიცია. და როდესაც ითხოვს, მომეცი გრაფიკი, ადამიანო, მინისტრო, პრემიერ-მინისტრო, იმის იქით, მომეცი გრაფიკი და დავფარავ, მაგრამ ნუ მაჩერებ და გამიშვი, იმ 8%-ზე მეტი ამაღებინე, რაც მე მეკუთვნის მეტი, არა? მაგრამ , როცა იყო შემოთავაზება, რომ 75% წასულიყო, ასე ვთქვათ, იქით, 50% + 25%, ეს „ომეგამ“ უარყო, ჯერ კარგად უსმენდა „ომეგა“, ასე ვთქვათ, მე, დამფუძნებელი, კარგად ვუსმენდი, რომ კარგად გადმოეცათ ჩემთვის შინაარსი, რას ფიქრობდნენ. ხალხო, ისინი რეალობას აცდენილები არიან, გესმით, თქვენ, რაზეა ლაპარაკი? ფირმამ უნდა დათმოს თავისი მოგების 75% + კიდევ 8%, სადღაც 83%. რეალობას აცდენილები არიან, სად მიგვაქანებენ, სად მივქანებით?

-ცნობილია, რომ ლონდონში დაიწყო სამართლებრივი წარმოება. გასაგებია, რომ ბატონ ყიფიანს ჩაბარდა წერილი, სადაც წერია, ვის გამოიძახებენ ლონდონში. თქვენ თუ შეგიძლიათ გვითხრათ , ვინ არიან ამ სიაში?

-როდესაც სასამართლო შეადგენს თითოეულ გვარზე მიწერას, და როგორც ჩემთვის ცნობილია, გვარები ცოტა ნაკლებია მანდ, ვიდრე უნდა იყოს.

ხელისუფლების წარმომადგენლები 2 მილიონ დოლარს ითხოვდნენ იმისთვის, რომ ამუშავებულიყო „ომეგა“ . ხალხო, არ ვიცი, რა ენაზე ვთქვა ეს, რანაირად ვთქვა, რანაირად გამოვხატო. ორი მილიონი დოლარი, სამაგიეროდ, რომ ამუშავებულიყო ფაბრიკა, უკანონოდ გაჩერებული. ფაბრიკამ რომ ფული გადაგიხადოს, უნდა ამუშავდეს, როგორ გადაგიხადოს?

-რამე ეტაპზე დაუშვით, რომ ეს 2 მილიონი მიგეტანათ?

-არცერთ ეტაპზე არ დამიშვია. მეუბნებიან 10-ჯერ, 11-ჯერ, 15-ჯერ. მე-15-ჯერ რომ ვისმენ, მაინც მიკვირს, მაინც არ მჯერა, რომ ამას ნამდვილად ამბობენ, თუმცა ამბობენ, იმიტომ რომ მე არ მაქვს საუბარი მხოლოდ ყიფიანთან, ხალხო. აქ სხვებთანაცაა პირადი შეხვედრები, სხვებიც საუბრობენ, არ ამოვიწურებით ჩვენ ყიფიანით, ჩხარტიშვილით და ა.შ..

ყიფიანი არაა მარტო, არც შეხვედრები იყო მარტო, არც საუბრები არ იყო ყიფიანთან მარტო. ყიფიანი არაა მარტო, ერთადერთი ტალანტი თუ არატალანტი, იმიტომ რომ შეცდომები ჰქონდა. როგორც ჩანს, შემსრულებელია, რომელიც როგორც აგენტი გამოშვებულია და მიაქვს ცენტრალურ ოფისში ნადავლი.

-უკანასკნელ პერიოდში ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ბიზნესმენები იკლავენ თავს, როდესაც ბიზნესმენებზე ხდება თავდასხმა. ხომ არაა მოსალოდნელი, რომ ზაზა ოქუაშვილზე განხორციელდეს თავდასხმა, მით უმეტეს ამ განცხადებების ფონზე?

-ახალი იარაღის ყიდვას არ ვაპირებ. ერთი მაქვს უფლებით, კანონიერი, როგორც პარლამენტარს, რომელსაც არ ვატარებ არასდროს და ჩაბარებაზეც თანახმა ვარ. ალბათ, ჩავაბარებ. ასე რომ, იარაღის ყიდვაზე უფრო იფიქრონ პირებმა, რომლებსაც მოუწევთ თავისი სახელისა და გვარის გაშიფვრა, რომელიც არცხვენს საქართველოს, პარტიას, მომავალსა და საქართველოს ოცნებას.

ზაზა ოქუაშვილი მებრძოლია. თავი შეიძლება შეაკლას, მაგრამ თავს არ მოიკლავს.

ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია - რომან გოცირიძე

15 ოქტომბერი, 2019 , 18:06

ანაკლიის პროექტის ბედი დასრულებულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ვიდრე ეს ხელისუფლება იქნება, პროექტი არ განხორციელდება. „ამის შეს

კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ მჯეროდა - ეკა ბესელია

15 ოქტომბერი, 2019 , 17:56

„კობახიძის არითმეტიკის არასდროს არ მჯეროდა. მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც შეცდომაში შეიყვანა და ზურაბიშვილისთვის გამარჯვება მიალოცინა, – ასე გამოეხმაურა დამოუკიდე

მე ვრჩები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად - ზაზა პაპუაშვილი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა პაპუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, „საკმ

კარგად მახსოვს ირაკლი კობახიძის 2016 წლის მუქარა და ახლა მე ვაფრთხილებ, ნუ შეეცდება იგივეს - ნინო ბურჯანაძე

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

„ირაკლი კობახიძის საარჩევნო არითმეტიკა და მისი პროგნოზი უკვე ფანტასტიკის სფეროც აღარ არის. მან გუშინ განაცხადა, რომ მანდატების 45%-ს „ქართულ ოცნება“ მოიპოვებს, დღეს გამოგვიცხადა, რომ 60 %-ს მოიპოვებს, ხ

კარგად მახსოვს ირაკლი კობახიძის 2016 წლის მუქარა და ახლა მე ვაფრთხილებ, ნუ შეეცდება იგივეს - ნინო ბურჯანაძე

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

„ირაკლი კობახიძის საარჩევნო არითმეტიკა და მისი პროგნოზი უკვე ფანტასტიკის სფეროც აღარ არის. მან გუშინ განაცხადა, რომ მანდატების 45%-ს „ქართულ ოცნება“ მოიპოვებს, დღეს გამოგვიცხადა, რომ 60 %-ს მოიპოვებს, ხ

2020 წელს ვინ გაიმარჯვებს და ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას ამას გადაწყვიტავს მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია - კახა კალაძე

14 ოქტომბერი, 2019 , 15:45

თბილისის მერი კახი კალაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას  განცხადებას  გამოეხმაურა.  "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება და ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას ამას გადაწყვი