უახლესი ამბები
- 15.11.2024 15:20გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
- 15.11.2024 12:00საარჩევნო დოკუმენტაციის დაყადაღება საფუძვლიან ეჭვის აჩენს, რომ დანაშაულის კვალის დაფარვა მიმდინარეობს - მამუკა ხაზარაძე
- 15.11.2024 11:00საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
არქივი
საზოგადოება
ნინო ლაცაბიძის წარმომადგენლობაში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა გაიმართა
თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის წარმომადგენლობაში პროექტის „ხელისუფლება შენს უბანში“ ფარგლებში გაიმართა საჯარო დისკუსია ნარკოპოლიტიკის თემაზე. შეხვედრა ნინო ლაცაბიძის ინიციატივით შედგა. ისნის რაიონის ახალგაზრდებს ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა მიაწოდეს.
აკაკი ზოიძემ, რომელიც ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორია, შეხვედრაზე ნარკომომხმარებელთა საზოგადოებაში რესოციალიზაციაზე და ამ კუთხით სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, სადაც უშუალოდ იმ ადამიანებისგან ვიღებთ ინფორმაციას, მათ დამოკიდებულებას და პოზიციას, რომლებსაც პირველ რიგში უნდა შეეხოს ნარკოპოლიტიკის კანონი. ახალი კანონპროექტის მიზანია ნარკომომხმარებელთა შემცირება. საუბარია იმაზე, რა მეთოდებით უნდა გავაკეთოთ ეს და სწორედ ამაში ახალგაზრდების აზრი გასათვალისწინებელია,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ნინო ლაცაბიძის თქმით, ეს შეხვედრა ახალი პროექტის „ხელისუფლება შენს უბანში“ ფარგლებში გაიმართა.
„ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, „ხელისუფლება შენს უბანში“. ამ პროექტის ფარგლებში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები გვსტუმრობენ და ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებს განვიხილავთ,“- განაცხადა ისნის მაჟორიტარმა დეპუტატმა.