უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 ოქტომბერი, 2018 10:45
font-size

საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი თავი ბრწყინვალედ აჩვენა - მიხეილ ბატიაშვილი

საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საკუთარი თავი ბრწყინვალედ აჩვენა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

„უცხოელი პარტნიორები გვილოცავენ და აღნიშნავენ, რომ გახსნის ასეთი ცერემონიალი სამაგალითოა. საქართველომ, მართლაც, ისე წარმოადგინა თავი, როგორც შეეფერება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ფედერიკა მოგერინიმ გახსნეს. ვფიქრობთ, დანარჩენი დღეებიც ასეთივე წარმატებით ჩაივლის და ათასობით ადამიანს საშუალება მიეცემა გაეცნოს საქართველოს უმნიშვნელოვანეს კულტურას, ლიტერატურას, ღირებულებებს“, -აღნიშნა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და ევროკავშირის უმაღლეს კომისარ ფედერიკა მოგერინის საქართველოს პავილიონში თავად უმასპინძლა.

საქართველოს პავილიონი, პროექტის ძირითად კონცეფციაზე დაყრდნობით, სამხატვრო ხელმძღვანელმა, დიზაინერმა გია ბოხუამ შექმნა. მისი პროგრამა შინაარსობრივად მრავალფეროვანი და ინტერაქტიულია. პავილიონში მოწყობილ ორ სცენაზე 14 ოქტომბრამდე, 72 ქართველი ავტორი უცხოელ მკითხველს შეხვდება და ქართულ ლიტერატურას გააცნობს, გაიმართება დისკუსიები და ლიტერატურული კითხვები. პავილიონში ასევე მოწყობილია სხვადასხვა თემატიკის რამდენიმე სივრცე, სადაც უცხოელ ვიზიტორებს საშუალება აქვს გაეცნოს ქართულ ლიტერატურას და კულტურას, მოუსმინოს ქართულ ხმოვანებას, დაათვალიეროს მაგნუმის ცნობილი ფოტოგრაფების გამოფენა თბილისის შესახებ, პავილიონში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გამოფენილია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გამოცემული ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი თარგმანი-გამოცემა, ასევე, უცხოელი გამომცემლების მიერ სხვადასხვა ენაზე საქართველოს შესახებ გამოცემული 600-მდე წიგნი.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი ივანიშვილი უკვე რამდენიმე წლის დაბრუნებული იყო სოლოლაკში და შევარდნაძემ მას ერთი-ორჯერ სახელმწიფო მინისტრობაც კი შესთავაზა - მიხეილ სააკაშვილი

18 დეკემბერი, 2024 , 17:15

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „დაიტოვეს“ ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში. მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რო

არავის სიჩუმე დაგვავიწყდება, მათ შორის, არც მოვალეობის მოხდის მიზნით მოგდებული სთორები - ზურაბ ჯაფარიძე

18 დეკემბერი, 2024 , 17:01

არავის სიჩუმე დაგვავიწყდება, მათ შორის, არც მოვალეობის მოხდის მიზნით მოგდებული სთორები, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისივე თ

ქართული რეჟიმი ყველა მზაკვრულ გზას იყენებს ხელისუფლებაში დასარჩენად. ტყუილებს ავრცელებენ და მოსახლეობის მანიპულირებას ცდილობენ. სირცხვილი ირაკლი კობახიძეს! - მიხაილ როთი

18 დეკემბერი, 2024 , 16:39

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი „ქართული ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება: „[მდგომარეობა] უარესდება და უარესდება! ქართული რეჟიმი ყველა მზაკვ

საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა და ერთსულოვნება უახლეს ისტორიას არ ახსოვს - მამუკა ხაზარაძე

18 დეკემბერი, 2024 , 16:08

დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას და მეც ამაყი ვარ, რომ ამ პროტესტის ავანგარდში ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძ

ხალხის სიკვდილი გინდოდათ. ბოლო-ბოლო, მართლა ნუ გაახურეთ საქმე - მამუკა მდინარაძე

14 დეკემბერი, 2024 , 19:50

ხალხის სიკვდილი გინდოდათ. ბოლო-ბოლო მართლა ნუ გაახურეთ საქმე, - ასე მიმართა, "ოცნების" პრტაქტივი დასაშოშმინებლად რუსთაველის გამზირზე მისულმა, მამუკა მდინარაძემ კრიტიკული მედიებს. "დამანახეთ რომელია საჯარო მოხელ

ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა, არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის - კახა კალაძე

13 დეკემბერი, 2024 , 13:26

„აშშ-ს მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქ