უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


დღეს სადამკვირვებლო ორგანიზაციები პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას გამართავენ
სადამკვირვებლო ორგანიზაციები - კოალიცია "ჩემი ხმა", საია და "სამართლიანი არჩევნები" პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრას გამართავენ და კენჭისყრის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ სალომე ზურაბიშვილს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
შეხვედრაზე დამკვირვებლები პირადად ისაუბრებენ იმ ფაქტებზე, რაც არჩევნებზე დაკვირვების პროცესში გამოავლინეს და საკუთარ სადამკვირვებლო გამოცდილების შედეგებს პრეზიდენტს გაუზიარებენ.
„2000 კაცი შედიოდა ამ სადამკვირვებლო მისიაში, ყოველ ჯერზე, როდესაც, ჩვენ, ვაკეთებდით განცხადებებს, ცხადია, ვსაუბრობდით, ამ ადამიანების სახელით, რადგან ისინი გვაწვდიდნენ ინფორმაციას, საარჩევნო უბნებიდან. ასევე, ისინი საუბრობდნერნ იმ დარღვევებზე, რომლებსაც ჰქონდა ადგილი. რა თაქმა უნდა, მათ, კიდევ უფრო, დეტალური ინფორმაცია აქვთ, ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა საარჩევნო უბნებზე. ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა და ვინმეს, კიდევ, თუ აქვს ეჭვი, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა, ეს ეჭვი უნდა გაქარწყლდეს, რადგან აქ იყვნენ, კონკრეტული, ადამიანები, რომლებიც ხედავდნენ ფაქტებს“, - განაცხადა ეკა გიგაურმა
დამკვირვებლები იყვნენ დიდი ზეწოლის, მუქარისა და წნეხის ქვეშ. ხშირ შემთხვევაში, მათ ფიზიკურად ვერ დაწერეს საჩივრები, ატოვებინებდნენ საარჩევნო უბნებს, ემუქრებოდნენ. მინდა, რომ დავიწყოთ საჯარო კომუნიკაცია, საზოგადოებასთან, ყველა ჩართულ მხარესთან და მივცეთ ჩვენ დამკვირვებლებს შესაძლებლობა, რომ თავად ისაუბრონ - რა ნახეს საარჩევნო უბნებზე. ისინი, დღემდე, ემოციების ქვეშ არიან, იმის გამო, რაც ნახეს და თავს გადახდათ“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
შეხვედრა 19:00 საათზე, სასტუმრო "პულმან თბილისი აქსის თაუერში" გაიმართება.
საქართველოს გადარჩენის გზა ერთია – სრული გაერთიანება რეჟიმის წინააღმდეგ! - გიორგი ვაშაძე
9 თებერვალი, 2025 , 15:06

საქართველოში „დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა მარცხდება, არ იქნება სამართალი, – არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! - მამუკა მდინარაძე
8 თებერვალი, 2025 , 18:19
გახარიას პარტიის წარმომადგენლები ვერ ელევიან ფულს, პარტიულ დაფინანსებას, სკამებს პარლამენტში, თუმცა მინდა, იმედი დავიტოვო, რომ საქართველოს პარლამენტში ეს 12 „ნაციონალიც“ არ დარჩება - ირაკლი კობახიძე
8 თებერვალი, 2025 , 14:10
ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ უცხოურ აგენტურას, NGO-ების მეშვეობით რევოლუციების მოწყობის მცდელობას, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების წინაშე - ირაკლი კობახიძე
8 თებერვალი, 2025 , 13:54

ავტორიტარული რეჟიმების დამარცხების წარმატებული გამოცდილება არსებობს და სამუშაო და სამკალიც ფრიად არს, დანარჩენი ჩვენზეა - დავით ზურაბიშვილი
8 თებერვალი, 2025 , 09:59

მივდივარ პოლიტიკიდან, ვრჩები აქტიურ მოქალაქედ - თამარ კორძაია
7 თებერვალი, 2025 , 10:08