social media
    2026-07-28 | 15:05

    ძლიერი შფოთვა და პანიკა, ჰალუცინაციები და ფსიქოზი,  აგრესია, კრუნჩხვები,  გონების დაკარგვა,  ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე

    ძლიერი შფოთვა და პანიკა, ჰალუცინაციები და ფსიქოზი,  აგრესია, კრუნჩხვები,  გონების დაკარგვა,  ზოგიერთ შემთხვევაში სიკვდილიც - ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ახალ სინთეზური კანაბინოიდზე

    ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს:

    "საქართველოში გამოჩნდა და ძალიან ინტენსიურად იყიდება ტელეგრამის არხებზე ახალი, ძალიან ძლიერი სინთეზური კანაბინოიდი ("სპაისის" ტიპის ნივთიერება). ასევე k2 სახელით იყიდება.
    ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა. ასეთი ნივთიერებები შეიძლება გაცილებით ძლიერი და ბევრად უფრო საშიში იყოს. მათი გამოყენება დაკავშირებულია მძიმე ჯანმრთელობის რისკებთან.
    შესაძლო შედეგებია:
    -ძლიერი შფოთვა და პანიკა;
    -ჰალუცინაციები და ფსიქოზი;
    - აგრესია;
    - კრუნჩხვები;
    - გონების დაკარგვა;
    - სუნთქვის გაძნელება;
    - ზოგიერთ შემთხვევაში — სიკვდილიც.
    ყველაზე საშიში ის არის, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან "სპაისის" შემადგენლობა მუდმივად იცვლება. ასევე ის დააქვთ სხვა სტიმულატორებზე — მეფედრონზე, ალფაზე და სხვა სტიმულატორებზე, რაც კიდე უფრო ამძიმეს მდგომარეობას!
    თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ დაეწყო უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვა ან სუნთქვის პრობლემები — დაუყოვნებლივ გამოიძახეთ 112".