Society
    2026-08-12 | 16:54

    პრემიერ-მინისტრმა სკოლის მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა

    პრემიერ-მინისტრმა სკოლის მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა

    პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა.

    შესაბამისი სამართლებრივი აქტი უკვე გამოქვეყნდა.

    „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოებით პროგრამის ბენეფიციარების უსასყიდლოდ უზრუნველყოფა ყოველწლიურად განხორციელდება სამინისტროსთვის გამოყოფილი შესაბამისი წლის სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

    პროგრამის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ: ა) საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით); ბ) კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის პირველი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია; გ) ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), სადაც სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე; დ) ოკუპირებული გალის რაიონის ენგურსმოსაზღვრე 9 (ცხრა) სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები II − XI კლასების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით); ე) კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს (მხოლოდ დედაენის სახელმძღვანელოები); ვ) კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც არიან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები; ზ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მოთხოვნის შესაბამისად”, - ნათქვამია დოკუმენტში.

    Related Articles
    Daily Calendar - August 12
    2026-08-12 | 09:18
    Daily Calendar - August 12

    Daily Calendar - August 11
    2026-08-11 | 08:18
    Daily Calendar - August 11