Politics
    2026-08-12 | 19:15

    ვიდრე ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, „გეორგიევსკის შეთანხმება“ სრულდებოდა, სააკაშვილის ლიდერობის პირობებში კი, ყველა ხელმოწერილი და ხელმოუწერელი შეთანხმება თავზე დაგვახიეს - ირაკლი კობახიძე

    ვიდრე ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, „გეორგიევსკის შეთანხმება“ სრულდებოდა, სააკაშვილის ლიდერობის პირობებში კი, ყველა ხელმოწერილი და ხელმოუწერელი შეთანხმება თავზე დაგვახიეს - ირაკლი კობახიძე

    ერეკლე მეორემ როდესაც „გეორგიევსკის ტრაქტატს“ ხელი მოაწერა, ამ დოკუმენტმა ჩვენი სახელმწიფოსა და ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

    პრემიერის თქმით, შეთანხმებამ ქვეყანა გადაარჩინა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი ბრძნული და უალტერნატივო იყო.

    „გეორგიევსკის ტრაქტი სხვა მოცემულობა იყო. კაპიტულაციის შეთანხმება იდება ორ მხარეს შორის ომის შემდეგ. ერეკლე მეორეს რუსეთთან ომი არ ჰქონია. ვიდრე ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, ეს შეთანხმება სრულდებოდა. მიხეილ სააკაშვილის ლიდერობის პირობებში კი, ყველა ხელმოწერილი და ხელმოუწერელი შეთანხმება თავზე დაგვახიეს. რუსეთი მაშინაც უზარმაზარი სახელმწიფო იყო, საკუთარი ძალისმიერი პოლიტიკა და ინტერესები ჰქონდა და განხორციელდა ის, რაც განხორციელდა. ერეკლე მეორემ როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატს ხელი მოაწერა, ამ დოკუმენტმა ჩვენი სახელმწიფოს და ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. მაშინ ერეკლე მეორეს ძალიან კარგად ჰქონდა დანახული მაშინ ეს ყველაფერი, მათ შორის რისკებიც, მაგრამ რაც მთავარი, მას დანახული ჰქონდა, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა იმ მომენტში მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის გადარჩენისთვის.

    ვიდრე ერეკლე მეორე ცოცხალი იყო, მან შეთანხმების დაცვა ბოლომდე უზრუნველყო, ხოლო გეორგიევსკის ტრაქტატიდან საქართველოს ანექსიამდე თითქმის 20 წელიწადი გავიდა. ორი ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა რეალურად გადარჩა. ჩვენ ქვეყანას ეგზისტენციალური საფრთხე ჰქონდა, გადარჩა და როდესაც ერეკლე მეორე გარდაიცვალა, სამწუხაროდ, სხვანაირად განვითარდა მოვლენები. შეთანხმებამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა, რაც აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ერეკლე მეორის მიერ გადადგმული ნაბიჯი იყო  ბრძნული და უალტერნატივო“, – განაცხადა კობახიძემ.