World
    2026-09-21 | 21:10

    ირლანდიიდან 43 ქართველი დეპორტაციით საქართველოში დააბრუნეს

    ირლანდიიდან 43 ქართველი დეპორტაციით საქართველოში დააბრუნეს

    ირლანდიიდან საქართველოში 43 ქართველი მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, მათ შორის 33 მამაკაცი და შვიდი ქალი. დაბრუნებულთა შორის იყო ერთი ოჯახი, რომელშიც სამი არასრულწლოვანი იყო.

    ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრის, ჯიმ ო’კალაჰანის განცხადებით, ჩარტერული რეისი კვირას დუბლინიდან 13:50 საათზე გაფრინდა და თბილისში, ირლანდიის დროით 18:40 საათზე დაეშვა.

    ირლანდიის მთავრობის ინფორმაციით, ეს 2026 წელს ქვეყნიდან განხორციელებული დეპორტაციის მეექვსე ჩარტერული ოპერაციაა. დაბრუნებულებს რეისზე თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, თარჯიმანი და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი დამკვირვებელი.

    ირლანდიის ხელისუფლება აცხადებს, რომ 2026 წელს დამატებითი ჩარტერული დეპორტაციის ოპერაციებიც განხორციელდება. მიმდინარე რეისის ღირებულებამ დღგ-ის გარეშე 225 575 ევრო შეადგინა.