უკან

საზოგადოება

3 ოქტომბერი, 2018 14:15
font-size

1 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დანაყოფი იქნება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით მომავალი წლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გააგრძელებს საქმიანობას.

შსს-ს ინფორმაციით, კანონპროექტში ცვლილებების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა, რასაც ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების ადამიანური რესურსი.

ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში და მის თანმდევ 36 კანონში. 2019 წლის 1 იანვრიდან პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყალიბდება შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად და ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა (მათ შორის მის სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო).

საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობის შუამდგომლობის შემდეგ პარლამენტი განიხილავს.

საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს - მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

19 ნოემბერი, 2025 , 08:47

საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას, სხვადასხვა ქვეყნიდან (აშშ, იტალია, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი)  უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს, რომლებმაც 1

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება

18 ნოემბერი, 2025 , 15:57

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, უკვე მესამე წელია კომაროვის სკოლასთან ერთად STEM ოლიმპიადის პროექტს ახორციელებს. პროექტის მიზანია, მოსწავლეებში მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატ

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლიდნენ

18 ნოემბერი, 2025 , 15:28

საქართველოს ბანკის მობილბანკში გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ნოემბერში კიდევ სამმა მომხმარებელმა მეორე ეტაპის 50 000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან ფულადი პრიზები მიიღო. გათამაშების მესამე ეტაპი კი უკვე

საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი

18 ნოემბერი, 2025 , 13:58

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები შესარჩევ ციკლს საქართველო ბულგარეთთან გასვლითი შეხვედრით დაასრულებს. მატჩი სოფიაში, 18 ნოემბერს, 23:45-ზე გაიმართება. ბულგარეთი ჩვენი ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია და ცხადია, ამ ეტაპის დას

მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო

18 ნოემბერი, 2025 , 12:02

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გარე ვაჭრობის პირობებში შეძენილი რძის ნაწარმი საფრთხეა ჯანმრთელობისთვის. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს რძის დ

ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

18 ნოემბერი, 2025 , 11:47

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ხელოვნური ინტელექტით დაინტერესებული ქალებისთვის, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ახალ პროექტს ახორციელებს.  ამჯერად ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალ