უახლესი ამბები
- 02.03.2026 20:25ვქმნით ერთიანად სამოქმედო ერთობას - ნიკა გვარამია
- 02.03.2026 17:34გალტ & თაგარტმა ICT Association of Georgia-ს ღონისძიებაზე IT სექტორის კვლევა წარადგინა
- 02.03.2026 17:24ჩვენ ვაცხადებთ `ჰეზბოლას` სამხედრო საქმიანობის აკრძალვას და მისი როლის მხოლოდ პოლიტიკურ სფეროთი შემოფარგვლას - ლიბანის პრემიერ-მინისტრი
არქივი
მოზაიკა
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
19 ოქტომბერს თბილისი პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალს პირველად უმასპინძლებს. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის თბილისს მსოფლიოს ცნობილი წამყვანი სპეციალისტები ეწვივნენ, ფესტივალი ორ მნიშვნელოვან ტურნირს აერთიანებს, სადაც საასპარეზოდ უცხოელი და ადგილობრივი საუკეთესო წყვილები „საქართველოს ცეკვის სადედოფლო თასის“ (Dance Queen Trophy Georgia) მოსაპოვებლად შეიკრიბებიან.
ჟიურიში მოწვეულნი არიან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები. ფესტივალს საღამოს გამართული გალა-ვახშამი დააგვირგვინებს, სადაც გამარჯვებული ფინალისტების გამოვლენის შემდეგ მაყურებლის წინაშე ყველასთვის მომხიბვლელი და სასურველი მოცეკვავე, „Exhebition“ცეკვის 4-გზის მსოფლიო ჩემპიონი ვიქტორ და სილვა (Victor Da Silva), შესანიშნავ მეწყვილესთან, ეკატერინა კრისანოვასთან ერთად, განსაკუთრებული შოუ პროგრამით წარდგება.
ვიქტორ და სილვას მიღებული აქვს ჩემპიონის ტიტული ბლექპულის, მილენიუმის, სამხრეთ აფრიკის, Holland Hassen-ის USCSC-ის ცეკვის სპორტის და სხვა მაღალი რანგის მსოფლიო ჩემპიონატებსა და ფესტივალებზე.
პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალის პრესკონფერენცია თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიმართა. მას ესწრებოდნენ ლიზი მორი -- ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, ეკატერინე არჩაია -- პროფესიონალ მოცეკვავეთა ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი, ანი ლაღიძე -- ფესტივალის დირექტორი და თავად ვიქტორ და სილვა. აღსანიშნავია, რომ ლიზი მორი პროფესიონალი მოცეკვავე, პედაგოგი, the World Dance Council (WDC) მსოფლიო ცეკვის საბჭოს ლიცენზირებული საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და გენერალურ თათბირზე საქართველოდან ყოველწლიურად მიწვეული დელეგატია.
როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხსენებული ღონისძიების ჩასატარებლად დიდხანს ემზადებოდა.
“ფესტივალის მიზანია მსოფლიო ცეკვების საბჭოს ყურადღების ცენტრში მოხვედრა და მასში მონაწილე ადგილობრივ მოცეკვავეთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ხელშეწყობა. ამით სამომავლოდ ახალგაზრდა თაობისათვის საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი ადგილის მოპოვება შესაძლებელი გახდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთიდან ჩამოსული მაღალი რანგის მოცეკვავე წყვილები. ფესტივალი დამკვიდრდება და ყოველწლიური გახდება”, -- აღნიშნა ლიზი მორიმ.
ვიქტორ და სილვას განცხადებით კი, იგი საქართველოში ყოფნით ბედნიერია.
“მოხარული ვარ, ვიყო იმ ფესტივალის სტუმარი, რომელსაც ჩემი მეგობარი ლიზი მორი ხელმძღვნელობს. ქართველი მაყურებლის წინაშე პირველად წარვდგები და მას დაუვიწყარ სანახობას ვპირდები”, -- აღნიშნა ვიქტორ და სილვამ.
შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ ღონისძიების მსვლელობისას ე.წ. „მრავალფეროვანი საქართველოს“ უკეთ გაცნობის მიზნით, საქართველოში პირველად მოგზაური-ტურისტები ჩამოვლენ. ასეთი რანგის საერთაშორისო პროექტის განხორციელებით, საქართველოს კულტურული ტურიზმი უფრო პოპულარული გახდება, ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება.
ფესტივალის ორგანიზატორია შპს „იამა 2025“. ფესტივალის მხადამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია.
საკვანძო სიტყვები:
ლეგენდარულმა “შაკატაკმა” თბილისში 2 კონცერტი გამართა
22 იანვარი, 2026 , 11:22
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
17 ივნისი, 2025 , 10:50
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30






