უკან

პოლიტიკა

21 ოქტომბერი, 2017 14:20
font-size

12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 16.5% შეადგინა

07:00 სთ-დან 12:00 სთ-მდე სულ შემოსულია 473 ზარი და მათი უმრავლესობა სიაში ამომრჩეველთა გადამოწმებას შეეხება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ეკა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დაფიქსირდა შემდეგი პროცედურული ხარვეზები:

1. დუშეთის მე-13 უბანზე არ აღმოჩნდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები, დანარჩენი ორი სახის ბიულეტენი მერისა და პროპორციული არჩევნებისათვის უბანზე იყო.

ოლქმა განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მიეწოდა მაჟორიტარული სახის ბიულეტენები. დაწერილია საჩივარი ამ უბანთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამის ვადებში მიიღებს შესაბამისი საარჩევნო ადმინისტრაცია.

2. მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში 34-ე უბანში არ აღმოჩნდა მარკირების შემოწმების ფარანი, რაც დაუყოვნებლივ მიეწოდა საარჩევნო უბანს.

3. მივიღეთ ინფორმაცია, რომ ბოლნისის მე-20 საარჩევნო უბანზე პრესს-მედიის წარმომადგენლის მიმართ საარჩევნო უბანზე შედგა გაძევების ოქმი. საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან გამოძახებულია უკვე პოლიცია. რაც შეეხება ოქმის შედგენის მიზეზს, აღნიშნული წარმომადგენელი არაერთხელ უხეშად ჩაერია კომისიის საქმიანობაში.

ამასთან, ცესკო-ს 12:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 567699 შეადგინა, რაც ერთიანი საარჩევნო სიის 16.5%-ია.

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება

26 ნოემბერი, 2024 , 12:11

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტს მიმართავს წინადადებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართოს. აღნიშნულის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. პა

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.