უახლესი ამბები
- 25.11.2024 18:35ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე
- 25.11.2024 18:15„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია
- 25.11.2024 18:07მადლობა ბატონ ლადოს დღევანდელი დღის დასურათხატებისთვის - თინათინ ხიდაშელი
- 25.11.2024 17:38დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა
- 25.11.2024 17:241 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა
- 25.11.2024 17:00პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
- 25.11.2024 14:06XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა
- 25.11.2024 13:09ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა - გიორგი მარგველაშვილი
- 25.11.2024 13:04მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა, ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში - მიხეილ სააკაშვილი
- 25.11.2024 12:45პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო
არქივი
პოლიტიკა
დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო":
ძვირფასო ოპოზიცია!
სანამ არ მოვისმენთ დაახლოებით ასეთ მიმართვას პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან:
"განცხადებები დაწერილია, უფლებამოსილება - შეჩერებული, თქვენი დაკვეთა შესრულებულია, ჩვენ არ მივიჩნევთ ჩვენს თავს ამ პარლამენტის წევრებად, თქვენ იმისთვის არ მოგიციათ ხმა ჩვენთვის, რომ ამ თვითგამოცხადებული პარლამენტის ლეგიტიმაციაში მიგვეღო მონაწილეობა!
მანდატებზე უარი ნათქვამია, ჩვენ არ გავიყიდეთ, არ გავტყდით, ჩვენ გავამართლეთ თქვენი მოლოდინი: ჩვენ ვართ თქვენთან ერთად, ხალხის გვერდით, ჩვენ ვართ სახალხო პარლამენტის წევრები და ახლა თქვენი თანადგომა გვჭირდება, ამიტომ გელოდებით ამა და ამ დღეს, აქ და აქ, უნდა შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი და უნდა გამოვაცხადოთ საყოველთაო დაუმორჩილებლობა - მშვიდობიანი დემონსტრაციები, პიკეტირება და ღამისთევა დედაქალაქში, სადაც ერთად იდგებიან ხალხი და ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები!" -
მანამდე ნურავის დაამუნათებთ იმის გამო, რომ:
ა) თქვენი დაპირების არ სჯერათ, რადგან ახსოვთ 2020 (მიიღეთ ეს მოცემულობად - ნდობის კრედიტი თავად გაფლანგეთ, ხალხი არაფერ შუაშია);
ბ) ნურც იმის გამო, რომ არ გამოდის ქუჩაში. ეს ხდება არა იმიტომ, რომ სითბოს და კომფორტს ვერ ელევა ან არ სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა, არამედ იმიტომ, რომ არა აქვთ თქვენი ნდობა და იმის მოლოდინი, რომ ამ მეთოდით, ამ შეკრება-დაშლა-არმოშლით მოპარულ ხმებს დაიბრუნებენ. თუ თქვენ გაქვთ ამის იმედი, მაშინ დაარწმუნეთ, ანუ, ისევ თქვენამდე მოვდივართ.
პირადი მაგალითი გადამდებია, მიეცით ხალხს მაგალითი იმის, რომ ქუჩაში დგახართ და სხვაგვარად არ ძალგიძთ, მერე დაუძახეთ და გამოვა. აგერ, ოცნებაც ამას ამბობს - დაწერონ განცხადებები და დავაკმაყოფილებთ, მაგრამ არ დაწერენო. აჩვენეთ ხალხს, რომ "ოცნება" ცდება.
დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე, შეიმუშავეთ დაუმორჩილებლობის გრძელვადიანი გეგმა, გამოყავით თქვენი რიგებიდან არადისკრედიტირებული სახეები, რათა გაუშვათ რეგიონებში და ჯერ შეამზადოთ, მერე კი ჩაიყვანოთ ხალხი საჭირო თარიღისთვის ისე, რომ მეორე დღეს ან იმ საღამოსვე არ გააბრუნოთ უკან, ისე, რომ იცოდნენ, დაახლოებით რამდენი ხანი მოუწევთ ქუჩაში დგომა, როგორ ჩანაცვლდებიან და ა.შ. სცენაზე აუშვით არა სადღეგრძელოების ლამაზად მთქმელები, არამედ ბაჩო ვალიშვილები (მოძებნეთ, არაა ძნელი), შექმენით აქციების და ღამისთევების ორგანიზატორი კრეატივ-ჯგუფები, თავადაც მოემზადეთ და ხალხიც მოამზადეთ გრძელვადიანი წინააღმდეგობისთვის და არა ისე, როგორც თქვენ გჩვევიათ: წინასწარ გამარჯვებას რომ ზეიმობთ და მერე დიდი იმედგაცრუება დგება.
და შეეშვით, შეეშვით ხალხის დამუნათებას. ხალხის სიმცირის მიზეზი თქვენსავე თავებში, სახეებში, რიგებში, განცხადებებში, დაპირებებში და ნაბიჯებში ეძებეთ,“ - დაწერა ლაშა ბერულავამ.