უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 მაისი, 2017 16:45
font-size

17 ოპოზიციური პარტია ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთოს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს წერილით მიმართავს

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ევროპის საბჭოს, ევროპარლამენტს, ეუთოს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს წერილით მიმართავენ.

წერილს ხელს აწერენ 17 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომელთრა შორის არიან ,,თავისუფალი საქართველოს’’, ,,პატრიოტთა ალიანსის’’, ,, ახალი მემარჯვენეების’’, რესპუბლიკური პარტიის, ლეიბორისტული პარტიის და სხვათა წარმომადგენლები.

მათი განვხადებით, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ გადასცა კონსტიტუციის საბოლოო პროექტი ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას.

წერილში ოპოზიციური პარტიების წარმომადგელები კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე პუნტზე ამახვილებენ ყურადღებას:

კონსტიტუციის პროექტს მხარს უჭერს მხოლოდ მმართველი პარტია.

1995 წელს საქართველოს კონსტიტუცია მიღებულ იქნა პოლიტიკური ძალების კონსესუსით, თუმცა კონსტიტუციის ძირეული გადასინჯვის მიზნით შექმნილი საკონსტიტუციო კომისია „ქართულმა ოცნებამ“ დააკომპლექტა მმართველი პარტიის დიდი უმრავლესობით, მთელი რიგი კვალიფიციური პარტიების თანამონაწილეობის გარეშე. უკვე კომისიის მუშაობის პროცესში არ იქნა გაზიარებული არცერთი ოპოზიციური პარტიის არცერთი წინადადება და შენიშვნა. შედეგად ყველა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა საკონსტიტუციო კომისიას.

საკონსტიტუციო პროექტს გაემიჯნა ქვეყნის პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი:

ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა პრეზიდენტის წინადადება საკონსტიტუციო კომისია დაკომპლექტებულიყო პარიტეტულ საწყისებზე, რის გამოც პრეზიდენტმა თავიდანვე უარი თქვა კომისიაში მონაწილეობაზე. უკვე მუშაობის პროცესში მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა არც სახალხო დამცველის და წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების კომპრომისული შენიშვნები, რის გამოც არც სამოქალაქო სექტორმა არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ პროექტს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მუშაობაში არ ყოფილა ჩართული არცერთი საერთაშორისო ექსპერეტი, უფრო მეტიც, იურისტების გარდა არცერთი შესაბამისი დარგის ექსპერტი (ეკონომისტები, ფინანსისტები, ისტორიკოსები, პოლიტოლოგები და ა.შ), უმცირესობების წარმომადგენლები. კონსტიტუციური ცვლილებები კი თითქმის ყველა სფეროს შეეხო. კომისიის მუშაობაში არ ყოფილან ჩართულნი არც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

პროექტის მიხედვით პარლამენტი (150 წევრი) აირჩევა პროპორციული წესით, ხოლო გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს 1-ლ ადგილზე გასული პარტია:

დღეს მოქმედი სისტემის მიხედვით მმართველი პარტია, რომელმაც არჩევნებში მიიღო ხმათა 48% პარლამენტში ფლობს კონსტიტუციურ უმრავლესობას (მანდატების ¾), რაც ხელს უშლის დემოკრატიულ პროცესს.

ბოლო (2016) საპარლამენტო არჩევნები, რომ შემოთავაზებული სისტემით ჩატარებულიყო მმართველი პარტია თითქმის იმდენივე მანდატს მიიღებდა რასაც მოქმედი სისტემით ანუ მანდატების 68%-ს ხმების 48%-ით (ბოლო არჩევნებზე გაუნაწილებელი დარჩა მანდატების 19%, ხოლო მე-3 ადგილზე 5%-ით გავიდა საარჩევნო ბლოკი, რაც ასევე იკრძალება ახალი პროექტით).

ხელისუფლებამ უგულებელყო მ.შ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2013 წლის რეკომენდაცია რეგიონულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით ხელისუფლება გეგმავს მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების „მოთხოვნით“ უმნიშვნელოდ შეცვალოს წარმოდგენილი სისტემა, როდესაც გამარჯვებული პარტია მიიღებს არა ყველა გაუნაწილებელ მანდატს, არამედ იმდენს რაც საკმარისი იქნება საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად და ეს გამოაცხადოს როგორ კომპრომისი, რასაც წინასწარ ვემიჯნებით, ვინაიდან წარმოადგენს ამომრჩევლის დემოკრატიული უფლების უხეშ უგულებელყოფას.

საარჩევნო ბარიერი 5% რჩება უცვლელი, ხოლო საარჩევნო ბლოკების შექმნა წინასაარჩევნოდ იკრძალება.

მაღალი საარჩევნო ბარიერი ხელს უშლის ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის ადეკვატურად ასახვას საკანონმდებლო ორგანოში. დამოუკიდებელი საქართველოს პარლმენტში არასდროს არ ყოფილა წარმოდგენილი 3 პარტიაზე მეტი.

ქართულ (და ბევრი პოსტკომუნისტური ქვეყნის რეალობაში) საარჩევნო ბლოკი არის ერთადერთი საშუალება მშვიდობიანი ფორმით, არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება. საქართველოში ყველა სახელისუფლებო ცვლილება განახორციელეს სწორედ საარჩევნო ბლოკებმა (1990, 2003, 2012 წლებში), მ.შ: დღევანდელი მმართველი პარტია 2012 წელს წარმოადგენდა 6 პარტიისგან შექმნილ კოალიციას.

საარჩევნო ბლოკების აკრძალვა პრაქტიკულად გამორიცხავს არა მხოლოდ ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას (დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა არცერთი შემთხევვა რომ ცალკე აღებულ ერთ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას უფრო მეტი ხმა აეღო ვიდრე მმართველ პარტიას), არამედ პრაქტიკულად გამორიცხავს იმ შესაძლებლობასაც, რომ 5%-იანი ბარიერი გადალახოს არასატელიტმა, რეალურად ოპოზიციურმა პარტიებმა - იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მმართველი პარტიის ფაქტობრივი ლიდერი მილიარდერია, ხოლო ოპოზიციურ პარტიებს გადაკეტილი აქვთ რეალური დაფინანსების მიღების ყველა საშუალება.

უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი. პროექტის მიხედვით პრეზიდენტს აირჩევს 300 კაციანი კოლეგია (150 პარლამენტარი და თვითმმართველობების 150 წარმომადგენელი):

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი დემოკრატიულ ქვეყნებში, გასათვალისწინებელია, რამდენიმე გარემოება, რის გამოც მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ზ/ა ცვლილება საქართველოში:

პირველ რიგში გასათვალისწინებელია ტენდენცია, რომ სადაც უკვე არსებობს პირდაპირი არჩევნები, იქ არ ხდება არაპირდაპირი სისტემის შემოღება, ხოლო იმ ქვეყნებში სადაც არაპირდაპირმა არჩევნებმა შექმნა პოლიტიკური კრიზისი, განხორციელდა პირდაპირი არჩევნების წესის შემოღება (მაგ: მოლდოვა).

გარდა ამისა, იმ ქვეყნებში სადაც არსებობს პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი სისტემა (საპარლამენტო რესპუბლიკებში) - არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლების გაწონასწორების სხვა მექანიზმები, დამოუკიდებელი ინსტიტუტები და ა.შ. საქართველოს პირობებში კი პრეზიდენტი არის უკანასკნელი საჯარო ინსტიტუტი, რომელიც არ ექვემდებარება მმართველ პარტიას. ყველა სხვა ინსტიტუტს: მთავრობას, პარლამენტის საკონსტიტუციო უმრავლესობას, საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებს, ყველა რეგიონის გუბერნატორს, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტს, თითქმის ყველა ტელეკომპანიას და ა.შ. სრულად აკონტროლებს „ქართული ოცნება“. პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის სისტემის შემოღების შემთხვევაში, ეს ინსტიტუტიც დაექვემდებარება მმართველი პარტიის კონტროლს.

ევროპული ტრადიციის მიხედვით საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი არის ერთგვარი არბიტრი, რომლის კანდიდატურაც ხშირად წარმოადგენს ინტერპარტიული შეთანხმების საგანს. საქართველოს პირობებში ყველას კარგად გვესმის რომ ეს გამორიცხულია და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა გამოიწვევს მმართველი პარტიის მიერ კონტროლირებადი კიდევ ერთი მორჩილი და მდუმარე ინსტიტუტის გაჩენას არსებულ სისტემაში.

განსაკუთრებით ცინიკურია, რომ თუმცა გამოქვეყნებული პროექტის მიხედვით პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნები ჩატარდება უკვე 2018 წელს, პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი პარტიის სხვა ლიდერები მუდმივად აკეთებენ განცხადებებს, რომ თუ პრეზიდენტი შეწყვეტს კონსტიტუციური რეფორმის კრიტიკას, ეს ჩანაწერი შეიცვლება და არაპირდაპირი არჩევნები ჩატარდება 2023 წლიდან.

წარმოდგენილი პროექტი არ შეესაბამება პოლიტიკური მოწყობის არცერთ კლასიკურ დემოკრატიულ სისტემას: არც საპრეზიდენტოს, არც საპარლამენტოს და არც შერეულს:

კონსტიტუციის ცალკეული ნორმები წარმოადგენს სხვადასხვა პოლიტიკური მოწყობის მქონე ქვეყნების კონსტიტუციური ნორმების კომპილაციას.

სრული ანაქრონიზმია, მაგალითად ის გარემოება, რომ ერთის მხრივ მმართველი ძალა აცხადებს, რომ წარმოდგენილი პროექტი არის საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუცია, თუმცა მეორეს მხრივ აცხადებენ, რომ ამ პროექტმა მაქსიმალურად უნდა გამორიცხოს კოალიციური კაბინეტების შექმნის შესაძლებლობა და სწორედ ამითი ამართლებენ მმართველი პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების გადაცემის წესს.

უქმდება პრეზიდენტის კომპეტენციები თითქმის მთლიანად, მ.შ. იმ სფეროში რომელიც არ არის დაკავშირებული აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის სტატუსთან და წარმოადგენს სწორედ პრეზიდენტის, როგორც ე.წ. „არბიტრის“ უფლებამოსილებებს, მაგ: უზენაესი სასამართლოს წევრების წარდგენა და ა.შ.

ახალი პროექტის მიხედვით გაურკვეველია აგრეთვე პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებები. პრეზიდენტს აღარ ეყოლება სათათბირო ორგანო - უშიშროების საბჭო, ამასთან ახალი კონსტიტუციის მიხედვით მშვიდობიან პირობებში სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობს თავდაცვის მინისტრი, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს - პრემიერ მინისტრი.

მმართველი პარტია უგულებელყოფს მოთხოვნას პროექტი გამოტანილ იქნეს რეფერენდუმზე ან პლებისციტზე:

მსგავსი პრაქტიკა საყოველთაოდ მიღებულია სხვადასხვა პოლიტიკური კულტურის ქვეყნებში (იტალიიის რეფერენდუმი, 2016, თურქეთის რეფერენდუმი, 2017).

საბჭოურ სტილში იმართება აგრეთვე ე.წ. კონსტიტუციის საყოველთაო-საჯარო განხილვა, რომელსაც ძირითად საჯარო მოსამსახურეები ესწრებიან და მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით მიმდინარეობს, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლებს ეზღუდებათ განხილვებში მონაწილეობის შესაძლებლობა.

წარმოდგენილი პროექტი პრაქტიკულად არის ღია დეკლარირება, რომ საქართველოში მყარდება არაფორმალური მმართველობა, რომლის ოპონირებაც სისტემის შიგნიდან შეუძლებელი ხდება და გარდაუვლად გამოიწვევს ახალ მასობრივ პროტესტს და სამოქალაქო დაპირისპირებას.

მივმართავთ თხოვნით საქართველოს მეგობრებს ადეკვატური შეფასება მისცენ მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილ ანტიდემოკრატიულ ცვლილელებს, რაც მნიშვნელოვანი წვლილი იქნება ქართული დემოკრატიის დასაცავად’’, - ნათქვამია წერილში.

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები - ივანე მაჭავარიანი

26 ნოემბერი, 2020 , 17:30

ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საკოორდინა

საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 17:05

რაც შეეხება აქციებს, საქართველოს მთავრობა გამოხატვის თავისუფლებას არ შეზღუდავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ საკითხშიც მარტივი გამოსავალი

არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას - გიორგი გახარია

26 ნოემბერი, 2020 , 16:45

არჩევნები რომ არ უნდა გადაგვედო, ეს დადასტურდა იმ რაოდენობის ადამიანებით, რომლებიც მივიდნენ და ჩვენს ქვეყანაში მისცეს ხმა ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახა

ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, არის პირდაპირი გზა შიმშილისკენ - დავით ჭიჭინაძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პოლიტიკური კრიზისის დაძლევას პოლიტიკოსები სჭირდება და არა მონები, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. „ქართული ოცნება“ თავისი სულელური განცხადებებით დ

რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა - ირაკლი კობახიძე

25 ნოემბერი, 2020 , 17:56

"ჩვენთვის არის ერთადერთი წითელი ხაზი, რაც არის დაკავშირებულ რიგგარეშე არჩევნებთან. ანუ, რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის არის წითელი ხაზი, ყველა სხვა საკითხზე რა თქმა უნდა, შეგვიძლია საუბარი და შეთანხმებების მიღწევა,“

არსებობს წინსვლის რესურსი, თუმცა ეს უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ირგვლივ - სერგი კაპანაძე

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ოპოზიციური პარტიების ლიდერებსა და ელჩებს შორის ინდივიდუალურ შეხვედრებს ეხმაურება. კაპანაძის თქმით, ინდივიდუალური შეხვედრები ჩვეულებრივი პროცესია რაუნდებს შორის, რათ