უახლესი ამბები
- 16.01.2026 18:02საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 16.01.2026 15:37კანადა და ჩინეთი ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს ამყარებენ
- 16.01.2026 15:28საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
- 16.01.2026 15:24პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- 16.01.2026 15:18პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- 16.01.2026 15:08მიკროფონი გამოართვით, რომ ისროლოს, რა გარანტია მაქვს - მოსამართლე გიორგი გელაშვილი
არქივი
საზოგადოება
2-3 თვის განმავლობაში 17-დან 26 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები, მათ შორის ბევრია გოგონა - ტოქსიკოლოგი თემურ კობიძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის, „კლინიკურ-ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის თემურ კობიძის განცხადებით, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში 17-დან 26 წლამდე ახალგაზრდებში გაიზარდა მარიხუანით ინტოქსიკაციის შემთხვევები, მათ შორის ბევრია გოგონა.
როგორც თემურ კობიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებებში შესულ მარიხუანით მოწამლულ პაციენტებს ახასიათებთ შემდეგი სიმპტომები: ჰალუცინაციები გულსისხლძარღვთა სისტემიდან გამოხატული რეაქციებით, გულის ფრიალით, ჰიპერტენზია, ფსიქიკური ცვლილებებით, ფსიქიკური აშლილობა, ჰალუცინაციები, რაც გადადის შემდგომ ფსიქომოტორულ აღგზნებაში. ასეთი პაციენტების მკურნალობაში საჭირო ხდება ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების ჩართვა.
„რამდენიმე ახალგაზრდა უკვე გადავგზავნეთ ფსიქიატრთან. მათგან 2 განაგრძობს მკურნალობას. დიდი ხანია, განგაშია ასატეხი საერთოდ ნარკომანიისა და ტოქსიკომანიის გახშირებული ფაქტების გამო.
მარიხუანის მოხმარება პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს გენოფონდს, ჩვენს ახალგაზრდობას. მათგან, ვინც მარიხუანას უწევენ პროპაგანდას, რატომღაც არავის არ სურს თავის შვილებზე გამოსცადონ მარიხუანის „სიკეთე“. მარიხუანის მოხმარება არის პირველი საფეხური ნარკომანიისკენ. საუბარია ძირითადად 17 წლიდან 25-26 წლამდე ახალგაზრდებზე. სრული მონაცემები საქართველოს მასშტაბით ჯერ არ მაქვს. თბილისის მასშტაბით არსებულ მდგომარეობაზე მოგახსენებთ, გამოვდივარ კერძო პრაქტიკიდან, ჩემ მიერ ნანახი პაციენტებიდან”, – თქვა ტოქსიკოლოგმა.
მისივე თქმით, მარიხუანის პროპაგანდამ ითამაშა ის როლი, რომ მარიხუანის მოწევა თითქოს, გოგონებში კარგ ტონად ითვლება.
„მანამდე სიგარეტის მოწევა ითვლებოდა თავის წარმოჩენის, თვითდაჯერების საშუალებად. პაციენტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც სიგარეტიც კი არ მოუწევიათ და მით უმეტეს, მარიხუანა არის მათთვის პირველი. მარიხუანის მოწევა განსხვავდება სიგარეტის მოწევისგან. არ არიან შეჩვეულნი. შემოსულ პაციენტებს შორის უმეტესობა ამბობს, რომ მოსწიეს მეგობრებთან. გოგონები, რომლებსაც არ აქვთ ეს მოწეული, ბიჭები სავარაუდოდ, აწევინებენ გაზრდილ დოზას და იწამლებიან“, – განაცხადა კობიძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში ავტომობილების ახალი ბრენდი SOUEAST შემოვიდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
16 იანვარი, 2026 , 18:02
საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით
16 იანვარი, 2026 , 15:28
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
16 იანვარი, 2026 , 14:00
2025 წელს 5,5 მლნ-ზე მეტი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია - ირაკლი ნადარეიშვილი
16 იანვარი, 2026 , 12:01
ტელეკომპანია „ფორმულამ“ პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ 540 ათასი ლარი მიიღო - კომინიკაციების კომისია
16 იანვარი, 2026 , 09:11
საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის
15 იანვარი, 2026 , 16:33


