არქივი
პოლიტიკა
2017 წელი ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების თვალსაზრისით, გარკვეულწილად, კრიტიკული აღმოჩნდა - ვახტანგ გომელაური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, 2017 წელი ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების თვალსაზრისით, გარკვეულწილად, კრიტიკული აღმოჩნდა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სუს-ის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, სადაც დეპუტატების სუს-ის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ, ტერორისტული აქტივობების განხორციელების მიზნით სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრნენ, შეიცვალა ორგანიზაციის მოქმედების ტაქტიკაც.
მისი თქმით, ტერორისტული ორგანიზაცია ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განხორციელებიდან ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაზე გადაერთო.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტული აქტები განახორციელა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. გასულ წელს საქართველოშიც ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს. ზემოაღნიშნულ და სხვა ტიპის აქტივობებთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაატარა კანონით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებები, კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის ექვს საქმეზე. 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტები დაგეგმვის პროცესში აღკვეთა”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისი თქმით, სამსახურის მიერ გამოვლინდა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი და მათი ხელშემწყობი საქართველოს მოქალაქეები.
“არსებული ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა ტერაქტების მოწყობა საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე. ლიკვიდირებულ პირთა შორის დადგინდა, საერთაშორისო ტერორისტი, აჰმედ ჩატაევი. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი და დაიჭრა რამდენიმე სამართალდამცავი, თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა ხუთი პირი. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ტერორისტულ ჯგუფთან მიმართებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული მოქმედებები იყო პრევენციული, რადგან მოხდა ტერორისტული ჯგუფის გამოვლენა და მათი ქმედებების აღკვეთა. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო კვლავ ინარჩუნებს დაბალი ტერორისტული საფრთხის მქონე ქვეყნის სტატუსს. 2017 წლის განმავლობაში, საქართველოში, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა. საქართველოში სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა ინტერესდება ამ ორგანიზაციის იდეოლოგიითა და ე.წ. რელიგიური შეხედულებებით. აღნიშნულ პროცესზე გავლენა იქონია, სირია-ერაყში განვითარებულმა მოვლენებმა და სახელმწიფოს მიერ გატარებულმა შესაბამისმა ღონისძიებებმა”, – განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, ტერორიზმის არაპროგნოზირებადი ბუნებიდან გამომდინარე, საფრთხეების სრულად აღკვეთა პრაქტიკულად შეუძლებელია.
“გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია ტერორისტული აქტივობების მოსამზადებელ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა, რაც დღეს არსებული დინამიური ტერორისტული საფრთხეების გათვალისწინებით განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. კონტრტერორისტული შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით, უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან”, – განაცხადა გომელაურმა.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

