უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ოქტომბერი, 2017 15:10
font-size

2018 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს იქნება 680 მილიონი - ლევან იზორია

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს 2018 წლის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით გაიზარდა და 680 მილიონ ლარს შეადგენს.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ეხებოდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის შემცირებას, იზორიამ უპასუხა, რომ შემცირება ეხება ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვებს, რომლებზე გამოყოფილი თანხები უკვე ამოწურულია.

„ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, არის ერთი კონკრეტული პროექტი, რომელიც ანტისაჰაერო სისტემის შესყიდვისთვის იყო 4 წლით გათვალისწინებული. ეს თანხები წელს ამოიწურა, მაგრამ ის თანხა, რაც ბიუჯეტში უშუალოდ თავდაცვის უწყებისთვის იყო გათვალისწინებული და შეადგენდა 670 მილიონს, 10 მილიონით გაიზარდა და შემდეგ წელს იქნება 680 მილიონი. ასე რომ, ჩვენ ნატოს მთავარ სტანდარტს, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის 2% იყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის გათვალისწინებული, არა მხოლოდ ვაკმაყოფილებთ, არამედ კიდევ უფრო ვზრდით. ასევე, ნატოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს, რომ შეიარაღებისთვის იყოს 15-დან 20%-მდე მიმართული თავდაცვის ბიუჯეტიდან, ასევე დავაკმაყოფილებთ მომავალში. წელს გვქონდა 3-ჯერ მეტი ზრდა ამ მიმართულებით, ხოლო ამ დამატებითი თანხით გვექნება უკვე ამბიცია, რომ ნატოს ამ სტანდარტს თანმიმდევრულად შემდგომი 3 წლის განმავლობაში მივუხლოვდებით“,- განაცხადა იზორიამ.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 11:54

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, &

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ