უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 ნოემბერი, 2024 11:54
font-size

აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს - შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციის საუბრები მანდატებზე უარის თქმის შესახებ ისეთივე თვალებში ნაცრის შეყრა იყო, რასაც სხვა დროს აკეთებენ, საბოლოო ჯამში, ახლა ეძებენ გამოსავალს, როგორ გადადგან მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი და შევიდნენ პარლამენტში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში შეიყვანა, ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან და დაიმცირებენ თავს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მგონი, ოპოზიციას უკვე ეტყობა, რომ მათი საუბარი - მანდატებზე უარს იტყოდნენ, იყო თვალებში ნაცრის ისეთივე შეყრა, რასაც სხვა დროსაც ისედაც აკეთებენ. საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ ისინი გამოსავალს ეძებენ, მათთვის დამამცირებელი ნაბიჯი როგორ გადადგან. საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი თავი ჩიხში დაინახეს. აქვთ ორი არჩევანი: ან უარს იტყვიან მანდატებზე და ამით დაინგრევენ საკუთარ თავს, ან არ იტყვიან უარს მანდატებზე და ამით დაიმცირებენ თავს. ჩვენი ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ ღირსება არ აქვთ. ღირსება იმიტომ არ აქვთ, რომ როდესაც ხარს უცხო ძალების ინტერესების გამტარებელი ამ ქვეყანაში, აქ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ადამიანმა არის ღირსებაზე უარის თქმა. როდესაც დავალებებით, პატრონების მითითებებით მოქმედებს ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ღირსება არ უნდა ვეძებოთ, ამიტომაც, როგორც ექნებათ დავალება ზუსტად ისე მოიქცევიან. შესაბამისად, მათთვის შინაგან დისკომფორტს სინამდვილეში არ იწვევს ის, რომ თავს დაიმცირებენ და როგორც თავადვე აქვთ შეფასებული, „პუფებად“ შემოვლენ პარლამენტში. ეს კადრები ყველამ აუცილებლად უნდა ნახოს, განსაკუთრებით მათმა ამომრჩეველმა, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით, თუ ვისთან ჰქონდათ საქმე, რომ საქმე ჰქონდათ აგენტურასთან, რომლებიც მოქმედებენ უცხო პატრონების დავალებით და ამ ხალხს არაფერი ქართული საერთოდ არ აინტერესებთ, ყველა მათმა ამომრჩეველმა ეს კადრები უნდა ნახოს - როდესაც ისინი მანდატზე უარს არ იტყვიან. კიდევ ერთხელ აღმოჩნდება, თუ რამდენად უღირსი პოლიტიკოსები არიან დღეს, ოპოზიციაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებზე, 2020 წლის მსგავსად, უარს ახლაც არ იტყვის.

„კიდევ ერთხელ რომ განვმარტო პროცედურები, მათ არაერთხელ თქვეს, რომ რაღაც სპორტულ აფერისტობას ცდილობენ, თითქოს განცხადებები დაწერილი აქვთ და ეს განცხადებები ძალაში უნდა შევიდეს და ძალაში შესვლას ელოდება. მე საჯაროდაც წარმოვადგინე მათი 2020 წლის განცხადებები, რომელიც უფლებამოსილების ცნობის შემდეგ იყო დაწერილი. 2020 წელს პარლამენტის პირველი სხდომა იყო 11 დეკემბერს და მათი განცხადებები შემოვიდა, 16, 17, 18 დეკემბერს. ასე რომ ახლაც ნახავთ, დადგება 25 ნოემბერი, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ დღის მეორე ნახევარში ყველა ნახავს, სინამდვილეში, ვინ არის ოპოზიცია და კიდევ ერთხელ გამოჩნდება მათი სახე, რომ ისინი მანდატებზე უარს არ იტყვიან - რა თქმა უნდა, განცხადებებს არ დაწერენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციიდან ყველამ საჯარო პირობა დადო, მათ შორის ქალბატონი სალომეს ჩართულობით, რომ ისინი მანდატებზე უარს იტყოდნენ, განცხადებებს დაწერდნენ. აი, დადგება 25 ნოემბერი და ყველა ნახავს, მათ სამარცხვინო უღირს სახეს, მათ ქცევას, რომ საბოლოო ჯამში, ისინი განცხადებას არ დაწერენ. ასე, რომ დაველოდოთ... დაწერონ განცხადებები და მერე ნახავენ, რაც იქნება ჩვენი პასუხი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულები, მნიშვნელოვანი არ არის ელჩების ჩართულობა ამ პროცესში - შალვა პაპუაშვილი

22 ნოემბერი, 2024 , 12:19

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლები არ მოუწვევია. პირველი სხდომა მხოლოდ "ქართველმა

შალვა პაპუაშვილი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგს განმარტავს

22 ნოემბერი, 2024 , 11:41

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სასესიო დღისა და კვირის დღის წესრიგი განმარტა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

21 ნოემბერი, 2024 , 17:29

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში  სტუდენტებმა კარვები გაშალეს - ახალგაზრდები დღევანდელი ღამის გათენებას აანონსებენ.  თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერ

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა

21 ნოემბერი, 2024 , 14:16

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმდჯომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტიის პოლიტ

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი

21 ნოემბერი, 2024 , 12:51

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. შესაბ

დღეს `ქართული ოცნების` პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება

21 ნოემბერი, 2024 , 10:13

დღეს, "ქართული ოცნების" გორგასლის ქუჩაზე მდებარე ოფისში, პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომა 11 საათზე დაიწყება. კონკრეტულად რა თემები განიხილება შეხვედრაზე - ამ დროისთვის, არ სახელდება. დეტალები სხდომის დასრულებ