უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

29 იანვარი, 2018 11:40
font-size

4 თებერვალს მასობრივ საპროტესტო აქციებს ვიწყებთ ქვეყნის მთავარი ქურდისა და ბარიგის - პეტრო პოროშენკოს გადასაყენებლად - მიხეილ სააკაშვილი

შინაპატიმრობაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით მარში 4 თებერვალს განახლდება.

პროტესტების ჩასატარებლად ოდესის ექს-გუბერნატორმა მხარდამჭერებს ფინანსური დამხარება სთხოვა.

„ჩვენ მასობრივ საპროტესტო აქციებს ვიწყებთ ქვეყნის მთავარი ქურდისა და ბარიგის - პეტრო პოროშენკოს მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით გადასაყენებლად.

უკვე მომავალ კვირას, 4 თებერვალს, შევჩენკოს პარკიდან მაიდანამდე მარში გაიმართება.

მეხუთე თვეა, ვებრძვით ოლიგარქიას, კორუფციასა და დიქტატურას. გვქონდა ძალიან მარტივი მოთხოვნები - იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, არჩევნების შესახებ ახალი კანონის მიღება და დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმება. ამის სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური ტერორი და რეპრესიები, დაპატიმრებები, დევნა და გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეები.

ამ ბანდასთან კომპრომისი არ შეიძლება. ჩვენ გამარჯვებამდე მივალთ!

ჩვენი რესურსები ოლიგარქის რესურსებს ვერ შეედრება. საშუალო კლასი გამარჯვებას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როდესაც ერთიანდება და თავის რესურსებს კონკრეტული ამოცანის მისაღწევად მიმართავს.
ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება!

მარშის ორგანიზებისთვის, ბუკლეტების მომზადება და გავრცელება გვჭირდება, ასევე რეგიონებიდან კიევში ხალხის ტრანსპორტირება და სცენის აუდიოსისტემით უზრუნველყოფა“, - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა და პარტიის საბანკო რექვიზიტები გამოაქვეყნა.

26 იანვარს კიევის სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილს შეუფარდა შინაპატიმრობა საღამოს 10 საათიდან დილის 7 საათამდე, რომელიც იმოქმედებს 5 თებერვლამდე.

ბოლო ე.წ. „იმპიჩმენტისთვის მარში“ კიევში 2017 წლის 17 დეკემბერს გაიმართა.

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს, ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან - დონალდ ტრამპი

11 ნოემბერი, 2025 , 11:57

შეხედეთ, რა ზიანი მოგვაყენა რუსეთ-უკრაინის ომმა ჩვენ, როგორც ქვეყანას - 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ აღარ ვხარჯავთ ფულს. ახლა ისინი ნატო-ს მეშვეობით გვიხდიან, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროს დღეს დატოვებს

10 ნოემბერი, 2025 , 18:00

პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ფრანგული მედიის ცნობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი „სა

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა

27 ოქტომბერი, 2025 , 15:10

დონალდ ტრამპი ტოკიოში ჩავიდა. აშშ-ის პრეზიდენტი იაპონიის საიმპერატორო სასახლეში ქვეყნის იმპერატორს ნარუჰიტოს შეხვდა. ამასთან, როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, ის მოუთმენლად ელოდება იაპონიის ახლად ა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მოსკოვის რეგიონში 40 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

27 ოქტომბერი, 2025 , 10:16

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის 13 რეგიონში 193 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მათივე ინფორმაციით, აქედან 40 დრონი მოსკოვის რეგიონში ჩამოაგდეს, მათ შორის 34 დრონი, რ

ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი, 2025 , 09:38

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა გააუქმა. „ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა. უბრალოდ, არ მომეჩვენა ეს სწორად, ამიტომ გავაუქმე, მაგრამ ამა

აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა

23 ოქტომბერი, 2025 , 09:32

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა. როგორც აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებაშია აღნ