სამართალი
51-ე სკოლის 2 მოსწავლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ პირებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ხორავას ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
ორივე ბრალდებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ესწრებოდა, მეორე მიმალვაში იმყოფება, რის გამოც წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყებამ კიდევ 3 პირი დააკავა.
1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე კი 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

