უკან
უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
7 ნოემბერი, 2017 20:29
58 ახალარჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეუდგება
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგად არჩეულია 64-დან 58 მერი, რომლებიც უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან დაიწყებენ.
შესაბამისი 58 თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მოქმედი მერები და გამგებლები საკუთარ უფლებამოსილებას 11 ნოემბრის ჩათვლით ახორციელებენ.
რაც შეეხება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურს, ის 12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ამომრჩეველი აირჩევს თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერებს.