უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივლისი, 2017 14:00
font-size

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ბელარუსს სტუმრობს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მეთაურობით, ბელარუსს სტუმრობს. ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შეხვედრა გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან მიხაილ რუსისთან.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„ბელარუსის ვიცე-პრემიერთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური, პოლიტიკური, ასევე კულტურული მიმართულებით. პირველ რიგში ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე. დაისახა ძალიან საინტერესო გეგმები. სულ მალე განხორციელდება ვიზიტი მოგილიოვის ოლქიდან ჩვენს რეგიონში. ბიზნესის წარმომადგენლები დაინტერესებული არიან ჩვენი ბაზრით. დაიგეგმა ერთობლივი საწარმოს გახსნა, საუბარია ხორცისა და რძის გადამამუშავებელი კომბინატების შექმნაზე.

მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის გაზრდა, გამოცდილებების გაზიარება სხვადასხვა კუთხით, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის სფეროში. როცა ჩვენ ვსაუბრობთ მზარდ ტურიზმზე, როცა რეგიონში მილიონ ნახევარი ტურისტი ჩამოდის, სასურველია და აუცილებელია გამართული საწარმოები სოფლის მეურნეობის სფეროში, ჯანსაღი პროდუქციის არსებობა. ზუსტად ამ მიმართულებით ბელარუსთან, კერძოდ მოგილიოვის ოლქთან ერთად დაგეგმილია ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი.

თქვენ იცით, რომ დღეისათვის ბელარუსიდან შვიდამდე ავიაფრენა ხორციელდება უშუალოდ აჭარის რეგიონში, ჯამში 14 ავიაფრენა ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, მეტი კომუნიკაცია ტურისტული სააგენტოების, ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან, ეს არის მთავარი მოტივაცია. ასევე მნიშვნელოვანია საინვესტიციო წინადადებები, რომლებიც ჩვენ ჩამოვიტანეთ ბელარუსში, ვფიქრობ ძალიან ბევრი ბიზნესმენი, ინვესტორი და კომპანია დაინტერესდება. ვიზიტის ფარგლებში გვექნება შეხვედრები არაერთ საწარმოს ხელმძღვანელობასთან, გამოიკვეთება ახალი მიმართულებები, პროექტები. ჯამში პირველი დღე არის ძალიან ნაყოფიერი“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ახალ გეგმებზე ისაუბრა ბელარუსის ვიცე-პრეზიდენტმა მიხაილ რუსმა, მისი თქმით, ინტერესი ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან განსაკუთრებით დიდია სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით.

„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციას მთავრობის თვმჯდომარის ხელმძღვანელობით. ჩვენი მიზანია ქვეყნებს შორის სავაჭრო ტვირთბრუნვის გაზრდა 200 მილიონამდე, რაც თავისთავად გულისხმობს ახალ სამუშაო ადგილებს, სამრეწველო ბიზნესის განვითარებას.

აღნიშნული პროგრამა როგორც საქართველოს ასევე ბელარუსის მთავრობების მიერ ხორციელდება, გვაქვს ზრდადი დინამიკა. ჩვენი ქვეყნის მეთაურების შეხვედრებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონებს შორის თანამშრომლობას. მოხარულები ვართ აჭარის დელეგაციის ვიზიტით მაგილიოვის ოლქში. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება შემდგომი თანამშრომლობის გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სამშენებლო, კულტურული და ეკონომიკური მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები აჭარის რეგიონთან თანამშრომლობის კუთხით, ერთ-ერთი მაგალითია თამბაქო. ჩვენ 2015-2016 წლებში ჩვენი საწარმოსთვის შევიძინეთ 3 მილიონი დოლარის საუკეთესო ხარისხის თამბაქო და ვაპირებთ გავაგრძელოთ თანამშრომლობა.

დაინტერესებული ვართ მცირე და დიდი ზომის აგროსაწარმოების შექმნით. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტურიზმის განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ლოჯისტიკური საკითხები, ჩვენი ტვირთების მოძრაობა, ამ კუთხით იგეგმება ბელარუსიის, უკრაინისა და საქართველოს მხარეების შეხვედრა. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ყველა წინადადება და შემოთავაზება და მივიღოთ მაქსიმალურად დადებითი გადაწყვეტილება.“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსმა.

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ