პოლიტიკა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პატარაძემ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდი შეაჯამა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მან პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერისთვის „ქართუ ფონდსა“ და ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა. გადაწყვეტილება მიღებულია გუნდურად, ვიყავი და ვრჩები „ქართული ოცნების“ წევრად, მადლობა მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, რომ მომცა საშუალება, მეზრუნა ჩვენი კუთხისთვის. მინდა, ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო ხალხს, ჩემს აჭარას, ჩემს მაღალმთიანეთს“, – განაცხადა პატარაძემ.
პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2016 წლის ივლისში აირჩიეს.
ზურაბ პატარაძის გადადგომის გამო, ავტომატურად გადადგება აჭარის მინისტრთა კაბინეტიც. მთავრობის ახალი თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა დაასახელოს. წარდგენისთანავე კი, ახალმა თავმჯდომარემ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უნდა დაასახელოს. საბოლოოდ, აჭარის მთავრობას უმაღლესმა საბჭომ უნდა გამოუცხადოს ნდობა.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

