არქივი
პოლიტიკა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა შესაძლოა, ნუგზარ სურმანიძემ დაიკავოს
გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ,,ქართული ოცნების’’ სიის პირველი ნომერი ნუგზარ სურმანიძე დაიკავებს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი იყო.
ნუგზარ სურმანიძე ინფორმაციას არ ადასტურებს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ მან დაიკავოს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.
„როგორც ვიცი, ,,ქართული ოცნებიდან’’ შედის 14 დეპუტატი. გაიმარჯვა ოთხმა პარტიამ. ორი პარტიის თითო წარმომადგენლია და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ - 5. ასე რომ, ჩვენთან იქნება ,,ქართული ოცნების’’ უმრავლესობა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ კონსულტაციები არ გამართულა. როგორც კი გაიმართება კონსულტაციები, უმრავლესობა თავისი რიგებიდან დაასახელებს ღირსეულ კანდიდატს, “ - აცხადებს სურმანიძე რუსთავი 2-თან საუბარში.
რაც შეეხება ,,ნაციონალურ მოძრაობას,’’ შევა თუ არა პარტია აჭარის უმაღლეს საბჭოში, ჯერჯერობით უცნობია. პარტიის ლიდერების განცხადებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ოფიციალური შედეგები გამოქვეყნდება.
ცნობისათვის: აჭარის უმაღლეს საბჭოში ოთხი პარტია შევიდა. 14 მანდატი აქვს ,,ქართულ ოცნებას,’’ 5 ,,ნაციონალურ მოძრაობას’’, 1 პატრიოტთა ალიანსს და 1 ნინო ბურჯანაძის ,,დემოკრატიულ მოძრაობას.’’
ამასთან, როგორც ცნობილია, ,,პატრიოტთა ალიანსის’’ სიის პირველი ნომერი დავით თარხან-მოურავი არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას და მან თავისი მანდატი პარტიის სიის მეორე ნომერს, ზაზა ოქუაშვილს დაუთმო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

