უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
რეგიონები


,,ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია’’ თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მთავრობისთვის რეკომენდაციას ამზადებს
,,ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია" (NALAG) თვითმმართველობათა ტერიტორიული ორგანოების სტატუსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს.
ამჯერად შეხვედრა რაჭაში, ამბროლაურში ჩატარდა, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ გახსნა. ღონისძიებას რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.
,,ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის’’ ინფორმაციით, მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე, თვითმმართველი ქალაქების, სოფლების, დაბების როლსა და ფუნქციებზე, ასევე დეცენტრალიზაციასა და თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით გასატარებელი რეფორმების განხორციელებაზე იმსჯელეს.
როგორც ასოციაციაში აცხადებენ, შეხვედრების მიზანი სამუშაო ჯგუფში შემავალი პირების ხედვებისა და პოზიციების მოსმენაა, რომელთა შეჯერების შემდეგ ადგილობრივ თვითთმართველობათა ასოციაცია საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს, რათა მათი ასახვა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსი“ მოხდეს, რომელიც მაქსიმალურად იქნება მორგებული ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესებთან. სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.
ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG) მსგავსი სახის შეხვედრები უკვე გამართა კახეთში, ქვემო-ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა-ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში.
შეგახსენებთ, რომ „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია“ (NALAG) ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ყველა თვითთმართველ ერთეულს აერთიანებს.
საკვანძო სიტყვები:
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55

კახეთში ახალი სასტუმრო „აგარანის მამული“ გაიხსნა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
8 სექტემბერი, 2025 , 12:58
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში მეწყრული პროცესები კვლავ აქტიურია, სტიქიის ზონიდან გაყვანილია მოსახლეობა
3 სექტემბერი, 2025 , 15:58

კახეთში რთველი დაიწყო
2 სექტემბერი, 2025 , 11:51