უახლესი ამბები
- 12.11.2025 21:27კახა კალაძემ მოქალაქეებთან ყოველკვირეული შეხვედრები დაიწყო
- 12.11.2025 20:57დასაქმებულთა ზრდამ და უმუშევრობის შემცირებამ გამოიწვია ის, რომ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის მოცულობა ნომინალურ გამოხატულებაში გაზრდილია - ფინანსთა მინისტრი
- 12.11.2025 19:06საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ნაკრების წევრებს უმასპინძლა
- 12.11.2025 16:42ჩვენ ვთხოვდით ხელისუფლებას, რომ კურსი შეეცვალა - პაველ ჰერჩინსკი
- 12.11.2025 16:36სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 4.1 მილიონი ლარი შესწირეს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“
- 12.11.2025 15:51სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი 7 დღით პატიმრობაში გაუშვა
- 12.11.2025 15:40ივანიშვილი უხერგავს გზას საქართველოს ევროპაში და ცდილობს თავისი ქმედებებით ქართველი ხალხი დაისაჯოს - ირაკლი ფავლენიშვილი
არქივი
მოზაიკა
ბალეტის სუპერვარსკვლავი ნატალია ოსიპოვა ქართველი მაყურებლის წინაშე წარდგა
სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ “თბილისი რიტმის” ფარგლებში საქართველოს ლონდონის სამეფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ნატალია ოსიპოვა ესტუმრა. იგი 15 ივნისს თბილისში, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში, ქართველი მაყურებლის წინაშე საპრემიერო პროგრამით -- “ნატალია ოსიპოვა - ბუნების ძალა” -- წარდგა. მან დაუვიწყარი წარმოდგენა მსოფლიოს სხვადასხვა საბალეტო დასის წამყვან მოცეკვავეებთან ერთად გამართა. თითქმის 2-საათიან ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ: ქორეოგრაფი და მოცეკვავე ჯეისონ კიტელბერგერი, ვენის ოპერის წამყვანი სოლისტი ვიქტორ კაიშეტა, ლონდონის ნაციონალური ბალეტიდან -- ფრანჩესკა ველიკუ და დენიელ მაკორმიკი, მარიინსკის თეატრის წამყვანი სოლისტი და პინა ბაუშის დასის მოწვეული არტისტი დარია პავლენკო და შაჰარ ბინიამინის დასის მთავარი მოცეკვავე ჯოზეფ კუდრა.
„ბუნების ძალამ“კლასიკური და თანამედროვე დადგმები გააერთიანა, რომლებმაც ოსიპოვას, როგორც მოცეკვავის, მრავალფეროვნებასა და შემოქმედებით თავისუფლებას გაუსვა ხაზი.
წარმოდგენის თითოეული ნომერი მაყურებლით სავსე დარბაზის მხურვალე ოვაციებით დაჯილდოვდა.
როგორც ნატალია ოსიპოვამ ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს მისი პირველი ვიზიტი იყო თბილისში, რაზეც დიდხანს ოცნებობდა.
“ვოცნებობდი, ჩამოვსულიყავი ამ ულამაზეს ქვეყანაში, რადგან სწორედ აქედან არიან წარმოშობით კლასიკური ბალეტის გამორჩეული შემსრულებლები: ვახტანგ ჭაბუკიანი, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე… მართლაც არაჩვეულებრივი მოცეკვავეები. ცოტათი ვნერვიულობდი, რადგან აუდიტორიის წინაშე განსხვავებული პროგრამით წარვდექით, რომელიც კლასიკური ბალეტის და თანამედროვე ცეკვის სინთეზია. ეს კი ყოველთვის ერთგვარი რისკია, რადგან არ იცი, ამას მაყურებელი როგორ შეხვდება. მაგრამ ძალიან ვისიამოვნე. წარმოდგენაში მთელი გული და ენერგია ჩავდე. მინდა, უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რადგან დღევანდელი გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივი იყო“, – აღნიშნა ნატალია ოსიპოვამ.
“თბილისი რიტმის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ლაღიძემ კი ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:
“ნატალია ოსიპოვამ საბალეტო დასთან ერთად არა მხოლოდ შთამბეჭდავი წარმოდგენა შექმნა, არამედ გვიჩვენა, რას ნიშნავს, იყო 21-ე საუკუნის ბალეტის ნამდვილი ვარსკვლავი”.
მისივე თქმით, “თბილისი რიტმის” მომდევნო სტუმარი ლეგენდარული ფრანგი აკორდეონისტი რიშარ გალიანო იქნება. იგი ფესტივალის 2025 წლის სეზონს 9 სექტემბერს გრიბოედოვის თეატრში საპრემიერო ალბომით დახურავს.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალ „თბილისი რიტმის“ 2025 წლის სეზონი 4 მაისს კოტე მარჯანიშვილის თეატრში ვირტუოზმა კუბელმა პიანისტმა რობერტო ფონსეკამ მუსიკალურ ჯგუფთან ერთად გახსნა.
ფესტივალი „თბილისი რიტმი“ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ორგანიზატორია საპროდიუსერო კომპანია „თაგის არტი“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში პირველად პროფესიონალ და მოყვარულ მოცეკვავეთა საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
17 ოქტომბერი, 2025 , 16:52
თბილისში ამბის თხრობის ფესტივალი - ZEG გაიხსნა
13 ივნისი, 2025 , 13:56
საქართველოს სახელოვანი იტალიელი მსახიობი სიმონა კავალარი ეწვევა
30 მაისი, 2025 , 13:13
საქართველოს ლეგენდარული მოკრივე როი ჯონსი სტუმრობს
23 მაისი, 2025 , 16:36
თბილისში „ბარსელონას“ ლეგენდებისა და ქართველი ვეტერანების მატჩი გაიმართა
19 მაისი, 2025 , 08:30
რობერტო ფონსეკას კონცერტი თბილისში სრული ანშლაგით ჩატარდა
6 მაისი, 2025 , 12:50

