უკან
უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება
23 აგვისტო, 2018 14:25
ადგილობრივები „ნამახვანჰესის“ მშენებელ კომპანიის საინფორმაციო ცენტრის დახურვასა და საკონსულტაციო საბჭოების გაუქმებას ითხოვენ
საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობასთან ერთად აქციას მართავს.
ტვიშის, დერჩის, მექვენას, ორხვის და ქორენიშის მოსახლეობა სოფელ ტვიშის ცენტრშია შეკრებილი. ისინი თავიანთ მოთხოვნებს ცაგერის მერს, ავთანდილ უგრეხელიძეს აცნობენ.
აქციის მონაწილეები „ნამახვანჰესის“ მშენებელ კომპანია clean energy group georgia -ს საინფორმაციო ცენტრის დახურვასა და საკონსულტაციო საბჭოების გაუქმებას ითხოვენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ არ ფლობენ შესაბამის ინფორმაციას იმ რისკის შესახებ, რასაც ჰესის მშენებლობა შეიცავს.
აქციის მონაწილეები გარემოზე ზემოქმედების შესახებ დოკუმენტის წარდგენას გარემოს დაცვის სამინისტროს სთხოვენ.