უკან
უახლესი ამბები
- 25.11.2024 18:35ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე
- 25.11.2024 18:15„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია
- 25.11.2024 18:07მადლობა ბატონ ლადოს დღევანდელი დღის დასურათხატებისთვის - თინათინ ხიდაშელი
- 25.11.2024 17:38დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა
- 25.11.2024 17:241 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7428 ლარი გახდა
- 25.11.2024 17:00პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
- 25.11.2024 14:06XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა
- 25.11.2024 13:09ეს არის რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის სხდომა - გიორგი მარგველაშვილი
- 25.11.2024 13:04მე რომ დღეს ვყოფილიყავი თბილისის ქუჩებში თქვენთან ერთად, ბევრად უფრო გაძლიერებული იქნებოდა ეს ბრძოლა, ეს იცის ამ დიქტატორმაც და იმიტომ მალპობს ციხეში - მიხეილ სააკაშვილი
- 25.11.2024 12:45პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო
არქივი
საზოგადოება
25 ნოემბერი, 2024 18:35
ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ - ლაშა ბუღაძე
მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს:
„“ახლები” ხსნიან თავიანთ სიას და არ აღიარებენ ამ ერთკაციან პარლამენტს. იგივეს აკეთებს გიორგი ვაშაძეც. და სად არის “ნაციონალური მოძრაობა”, რატომ აგვიანებს? “ლელო”? “გახარია საქართველოსთვის”? არანაირი პრაგმატული და მორალური მიზეზი არ არსებობს, რომ ივანიშვილს ნაქურდალის ლეგიტიმაციაში მიეშველოს ვინმე. “არ შევალთ” საკმარისი არაა. ასე არც რომელიმე ნათელაშვილი შედიოდა წლების განმავლობაში, მაგრამ ხელფასს კი იღებდა. ამგვარი აფერიზმის შედეგია მერე ნიჰილიზმი პოლიტიკური კლასის მიმართ. ეროვნული ტრაგედიის მოწმენი ვართ, ნუ აგვიანებთ!“ - დაწერა ლაშა ბუღაძემ.