უკან

პოლიტიკა

1 ივნისი, 2017 15:00
font-size

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შედის

საქართველოში თვითმმართველობა აუცილებლად განვითარდება და კიდევ უფრო ჩაიშლება დაბალ მუნიციპალურ დონეებზე; ამას წინ არაფერი უდგას და სპეკულაციებს, რომლებსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვისმენდით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრთა კაბინეტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში იყო საკმაოდ ცხარე განხილვები და სპეკულაციებიც, რომ საქართველოში თვითმმართველობას რამე ემუქრება, რაც უსაფუძვლოა.

„თვითმმართველობის რეფორმა არის დინამიური, ცოცხალი ორგანიზმი და მას სჭირდება რა თქმა უნდა კორექტირებები, ვინაიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოიკვეთა მთელი რიგი ნაკლოვანებები, რომლებიც ხელს უშლის თვითმმართველობის პოზიტიურ კონტექსტში წარმოჩენას და ჭეშმარიტი თვითმმართველობის განვითარებას საქართველოში. ეს გახლავთ 14 მუნიციპალიტეტში დაფიქსირებული პრობლემა და დღევანდელი ცვლილებით, 14 მუნიციპალიტეტის რაოდენობას ვამცირებთ 7-მდე, რაც არამც და არამც არ ნიშნავს, უპირველეს ყოვლისა, ბიუჯეტის შემცირებას ამ მუნიციპალიტეტებში. მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება, როდესაც ჩვენ ქალაქისა და რაიონის მუნიციპალიტეტებს გავაერთიანებთ. ავტომატურად დაჯამდება ბიუჯეტი, რომელიც არსებობდა ამ ქალაქსა თუ რაიონში და არავითარ შემთხვევაში მას არც ერთი თეთრი არ მოაკლდება“, - განაცხადა პრემიერმა.

ცვლილებების მეორე მიზეზი, მთავრობის მეთაურის თქმით არის ის, რომ აღნიშნულ რაიონებში იყო ორხელისუფლებიანობა, ასევე - უამრავი პრობლემა აღსრულების ეფექტიანობისა და ფუნქციების გაორების კუთხით. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთელ რიგ შემთხვევებში დუბლირება ხდებოდა და ამ ემპირიულმა გამოცდილებამ გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების შემუშავება.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოებს მიეცემათ დემოკრატიული კონტროლის განხორციელების რეალური ბერკეტები. გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში იქნება მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა, რომელიც საკრებულოს წარუდგენს მისი მოადგილეების, სამსახურების უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დაინიშნებიან პიროვნებები აღნიშნულ თანამდებობებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებების მეორე პაკეტით, მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება არასამეწარმეო იურიდიული პირების ოპტიმიზაციის მექანიზმი და მათი შექმნისას გათვალისწინებული პრინციპი, რომ ერთ სფეროში იყოს ერთი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რათა თავიდან იქნას აცილებული ამ მიმართულებითაც ფუნქციების დუბლირება.

პრემიერის შეფასებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ ყველა დასახლებაში გათვალისწინებულია ტერიტორიული ორგანოების შექმნა, რომლებიც კონკრეტული დასახლების საჭიროებებს და მოთხოვნებს პირდაპირ მიიტანენ მუნიციპალიტეტის მერამდე. ეს ორგანოები უზრუნველყოფენ მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტრო მუშაობს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის შედგენის დროს ნორმატიული წესების შექმნაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაითვალისწინებს ბიუჯეტირების პროცესში მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობას. ეს სამუშაო მიმდინარეობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. ბიუჯეტირების პროცესშივე მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ქვემოდან ზემოთ მომავალი პროცესი, განისაზღვრება პრიორიტეტები და ამ პრიორიტეტების მიხედვით განაწილდება არსებული რესურსები მუნიციპალიტეტების ბიუჯეტირებისას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს თვითმმართველობის რეფორმის ავტორიტეტის და წარმატების გაზრდას და არა პირიქით, როგორც ამაზე ზოგიერთები აპელირებენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე