უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

18 დეკემბერი, 2017 15:15
font-size

ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ 2013 წლის პრეზიდენტ სააკაშვილის ხარჯების გამომზეურება - თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, ე.წ. პიჯაკების საქმეზე ბრალდებულის, თემურ ჯანაშიას განცხადებით, პროკურატურა მალავს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2013 წლის ხარჯებს.

„ეს ის ხარჯებია, რომელიც პროკურატურას ამოღებული აქვს და საზოგადოებას უმალავს, ამაში ჩართულია, სამწუხაროდ, თვითონ პრეზიდენტიც, რომელიც 2013 წლის შემდგომ განკარგულებებს გრიფით საიდუმლოს არ ხსნის.

ისეთ სურათს ქმნიან, თითქოს მხოლოდ 2012 წლამდე იწეოდა პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯები. დღეს უკვე მეშვიდე სასამართლო გაიმართა, დაველოდები იმ პროცესებს, როცა პროკურატურა ჩემი მუშაობის პერიოდის განხილვაზე გადავა. ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ 2013 წლის პრეზიდენტ სააკაშვილის ხარჯების გამომზეურება და ვნახავთ, რომ თანხები აბსოლუტურად ერთი და იმავე სქემით, პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით იხარჯებოდა. ეს ხარჯები აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო და კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდა“, -თქვა ჯანაშიამ.

დღეს დასრულდა მორიგი სასამართლო განხილვა ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლის მიხედვით ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გაფლანგვაში ედავება პროკურატურა.

მომდევნო სხდომა 26 დეკემბერს გაიმართება.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწი

წელს უკანონო ბრუნვიდან 25 კილოგრამი ჰეროინია ამოღებული და 143 ნარკორეალიზატორია დაკავებული

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

შინაგან საქმეთა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე

მთავრობამ უნდა შეუწყოს ხელი სამამულო წარმოების არგაჩერებას - ზაქარია ქუცნაშვილი „ომეგა ჯგუფზე“

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ფინანსთა მინისტრს მოუწოდა, გადაამოწმოს ინფორმაცია „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების შესახებ. დეპუტატის თქმით, უმჯობესია, მთავრობამ და კომპანიამ მოილაპარაკონ დავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ლ.მ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკ

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

19 სექტემბერი, 2018 , 15:55

18 სექტემბერს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე

პროკურატურამ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

19 სექტემბერი, 2018 , 15:05

საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიის შესაძლო გაყალბების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`