უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 ივნისი, 2018 14:20
font-size

ადვოკატი მისი საადვოკატო საქმიანობის გამო პროკურატურას უკანონო დევნაში ადანაშაულებს

ადვოკატი ნათელა გოდერიძე პროკურატურას მისი და მისი კლიენტების მიმართ უკანონო დევნაში ადანაშაულებს.

როგორც გოდერიძემ დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება თაღლითობის ბრალდებას, რომელშიც მას და კიდევ ერთ ადვოკატს, მათ ორ კლიენტთან ერთად ადანაშაულებენ იმის გამო, რომ მათ თითქოსდა უკანონოდ მოიპოვეს დოკუმენტაცია, რეალურად კი, გამოიკვილეს თბილისის მერიისა და საკრებულოს მიერ უკანონოდ, თავიანთ სასურველ პირებზე კომპენსაციის გაცემის ფაქტი. ადვოკატის თქმით, ადგილი ჰქონდა მერიისა და საკრებულოს მონაწილეობით კორუფციულ გარიგებებს, რისი დადგენაც მის მიერ მოხდა.

კერძოდ, საუბარია 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულების, ბელა გუბელაძისა და ქეთევან ჯავახიშვილის საქმეზე, რომელთა ნაცვალადაც, ადვოკატის განმარტებით, სტიქიის შედეგად განადგურებული ქონების კომპენსაცია აუნაზღაურეს პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე არასდროს უცხოვრიათ.

,,ჩემ მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა გახდა საფუძველი ჩემი უკანონო დევნისა, რაც გამოიხატება თბილისის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის განხილვაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის მერიამ დაზარალებულად ცნო მურმან ლიპარტენიანი და მისი ოჯახის წევრები, რომან და ლევან ოქროპირიძეები და მათი ოჯახის წევრები, ხუხედან სარდანიანის ვითომ ოჯახის წევრები, ვასილ ბუთხუზის ვითომ ოჯახის წევრები, გიორგი გელაშვილის ვითომ ოჯახის წევრები და სხვები, მაშინ, როდესაც ამ პირებს სტიქიის ზონაში არასდროს უცხოვრიათ და ასეთ პირობებში დედაქალაქის მთავრობამ და საკრებულომ, საქართველოს მთავრობამ რეალური მესაკუთრეები დატოვა ქუჩაში ბინების და კომპენსაციის გარეშე, ხოლო მდგმურები და არაუფლებამოსილ პირებს გადასცა ბინები, კომპენსაციები, ქირები და არაერთი ჩვენი განცხადების მიუხედავად საქმე არ შეისწავლეს“, - აღნიშნა ნათელა გოდერიძემ.

მისივე თქმით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უტყუარად დადგენილია ბელა გუბელაძის და ქეთევან ჯავახიშვილის უძრავი ქონების კუთვნილების საკითხი.

ადვოკატის განცხადებით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ყოფილმა უფროსმა კარლო ლაფერაძემ ის პირები, ვისაც უკანონოდ მისცა ბინები და კომპენსაციები, რეალური მესაკუთრეების ქეთევან ჯავახიშვილის, ბელა გუბელაძის და მისი ადვოკატების წინააღმდეგ მოწმეებად გამოიყენა.

,,საქართველოს პროკურატურამ კი არარსებულ დანაშაულზე 4 უდანაშაულო ქალი, აქედან 2 ადვოკატი და მათი 2 კლიენტი 2016 წლის 26 დეკემბერს წინასწარ განზრახვით, გამიზნულად დააპატიმრა არარსებულ დანაშაულზე რეალური დანაშაულის დაფარვის მიზნით“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ამ საქმეს პროკურორები არიან მაია ჯვარშეიშვილი და ასევე ვლადიმერ ვექილიანი. ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, ,,ძალიან ცუდი როლი უჭირავს“ მთავარი პროკურორის მოადგილეს, მამუკა ვასაძეს და ნათი სონღულაშვილს.

,,ესენი არიან ის პირები, რომლებსაც კანონი თუ ამოქმედდება, ბრალი უნდა წაუყენონ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცენ“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ამ საქმეზე სამართლიანობის დადგენა შესაძლებელია პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით და საქმის შესწავლით.

საქართველოს ,ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატთა უფლებებების დაცვის კომიტეტის თანათავმჯდომარემ ონისე მარგიანმა განაცხადა, აღნიშნული კომიტეტი მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან შეუდგა ამ და კიდევ სხვა 18 საქმის შესწავლას.

,,მინდა, საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ კონკრეტულ ფაქტზე, რომ ამ საქმეში არის ორი ურთიერთგამომრიცხავი დადგენილება, ერთი არის ნათელა გოდერიძის კლიენტის დაზარალებულად ცნობის შესახებ. მომდევნო დადგენილებაში კი იმავე საფუძველზე, ეს პირიც და ადვოკატი ნათელა გოდერიძეც ბრალდებულებად არიან ცნობილნი. შესაბამისად, ორი ურთიერთგამომრიცხავი დადგენილებაა შედგენილი პროკურატურის მიერ და საქმეზე დართული. საქმეში მსგავსი გარემოებები ბევრია.

კომიტეტი როგორც დაცვის მხარე მონაწილეობს ამ და კიდევ სხვა 18 სისხლის სამართლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, რომ გოდელიძის და სხვათა ბრალეულობა საქმის არსებითი განხილვის პროცესში არ გამოიკვეთება და ობიექტური გამოძიების პირობებში მათ მიმართ დადგება მხოლოდ და მხოლოდ გამამართლებელი განაჩენი“, - განაცხადა ონისე მარგიანმა.

ნინო ექვთიმიშვილი

მოსამართლე ნატო ხუჯაძე გელა ხასაიას: ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს

20 ნოემბერი, 2025 , 15:56

„ღარიბაშვილს თავისი გაჭირვება აქვს",- ამ სიტყვებით მიმართა საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ პატიმრობაში მყოფ სამოქალაქო აქტივისტ, გელა ხასაიას.  განცხადება მოსამართლემ მას შემდეგ გაა

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა

20 ნოემბერი, 2025 , 15:01

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინ

შსს-მ თაღლითობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

20 ნოემბერი, 2025 , 11:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ა.ფ. და 1995 წელს დაბადებული რ.გ. დიდი ოდენობით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს, – ინფორმაციას შინაგან

სასამართლომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ზურაბ ადეიშვილი კი უდანაშაულოდ ცნო

19 ნოემბერი, 2025 , 17:41

სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. „ბატონ ოქრუაშვილს“ ბუტას საქმეზე 7 წელი მიუსაჯეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი წერს. როგორც ია მეტრეველი აღნიშნავს, ზურაბ ადეიშვილი კი სას

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

19 ნოემბერი, 2025 , 17:10

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რასაც ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ცალკე წარმოებად გამოყოფილია დამატებითი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, რომლის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით სამ მლნ ლარს შეადგენს

18 ნოემბერი, 2025 , 11:55

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 146 შეკვრად დაფასოებული, 35 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღეს, რომლის საერთო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 3 მლნ ლარს შეადგენს. განსაკ