სამართალი
ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადვოკატი გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
ის სასამართლომ 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და ჯამში, 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი ონიანის განაჩენის გამოცხადებას დარბაზში შეკრებილი მისი ახლობლებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების უკმაყოფილება მოჰყვა.
მათ დარბაზი მოსამართლის მიმართ შეძახილებით - „ივანიშვილის მონა“ დატოვეს.
ცნობისათვის, გიორგი ონიანს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული, მათ შორის უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებით.
პროკურატურა მას შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავება. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის "დაო პრინტის" მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე "ქართული ოცნების" კიდევ ერთი მხარდამჭერის, ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონოსძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


