უკან
არქივი
საზოგადოება
20 ივნისი, 2017 12:20
აფგან მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი - გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საზოგადოემა საგამოძიებო ინსტიტუტებს უნდა დააცადოს, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის გამოძიება.
მისი თქმით, წინასწარი დასკვნების გაკეთება სწორი არ იქნება.
„ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ მათ ჩაატარონ ის საჭირო პროცედურები, რაც დღეს მიმდინარეობს. წინასწარი დასკვნების გაკეთება, დავუშვათ რა ჩანაწერი იყო ნანახი, ან რა სამხილები არსებობს საქმეში, არასწორი მიმაჩნია”, - განაცხადა პრემიერმა.