პოლიტიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა
სასტუმრო ,,ლაერტონში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, სამშვიდობო ინიციატივათა პროგრამის ფარგლებში, კონფერენცია „კულტურული დიალოგი და ახალგაზრდების როლი სამშვიდობო პროცესებში“ გაიმართა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, კონფერენცია ორ ძირითად საკითხს მოიცავდა: სახალხო დიპლომატიის როლი კონფლიქტების მოგვარებაში და ტურიზმი, ახალგაზრდები და ქართული პროდუქცია მშვიდობის მშენებლობაში.
კონფერენციის მუშაობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭუმბაძე, „Proactive group Georgia“-ს ხელმძღვანელი, ევროპის ახალგაზრდა ელჩი გიორგი აგირბაია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე ზირაქიშვილი, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციის ბოლოს მონაწილეებს შორის თემის ირგვლივ დისკუსია გაიმართა.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი: ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე ბელა კოპალიანი.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

