მსოფლიო
„აგრესიის აქტი“ - ვლადიმერ პუტინი უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს
რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს კოალიციური ძალების მიერ სირიაში განხორციელებული იერიშის გამო. ამის შესახებ წერია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაში.
პუტინმა აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივი ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმები სირიის მთავრობის ობიექტებზე „აგრესიის აქტი“ უწოდა.
„გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების გარეშე, გაეროს წესდების, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევით განხორციელდა აგრესიის აქტი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება“, - წერია პუტინის განცხადებაში.
პუტინმა დაგმო იერიში სირიაზე, სადაც „რუსი სამხედროები ეხმარებიან კანონიერ ხელისუფლებას ტერორიზმთან ბრძოლაში“.
რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, ეს ქმედება „ამძიმებს ჰუმანიტარულ კატასტროფას სირიაში, უბედურება მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და ფაქტობრივად ტერორისტების წისქვილზე ასხამს წყალს და ამ ქვეყნიდან და რეგიონიდან ლტოლვილების ახალი ტალღის პროვოცირებას ახდენს“.
მისივე თქმით, „სირიის გარშემო არსებული ესკალაცია დამანგრეველ ზეგავლენას ახდენს საერთაშორისო ურთიერთობების მთელ სისტემაზე“. პუტინმა აღნიშნა, რომ „ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს და მან უკვე მძიმე პასუხისმგებლობა დააკისრა ვაშინგტონს იუგოსლავიასთან, ერაყთან და ლიბიასთან სისხლიანი გარჩევების გამო“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. დღეს გამთენიისას კოალიციურმა ძალებმა, რომლებშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს. მათი განმარტებით, ესაა პასუხი 7 აპრილს, ქალაქ დუმაზე განხორციელებულ იერიშზე, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რაიმე მონაწილეობას უარყოფს.
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

