უკან
პოლიტიკა
23 აგვისტო, 2018 14:25
აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე გერმანიის კანცლერის ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში სიმბოლურია - ელგუჯა ხოკრიშვილი
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი აცხადებს, რომ აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი სიმბოლურია.
,,აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე გერმანიის კანცლერის ოფიციალური ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში სიმბოლურია. ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ გერმანიას რეგიონთან და საქართველოსთან ურთიერთობები ძალიან აინტერესებს. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გერმანია აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის როგორც განმტკიცებას, ასევე სუვერენიტეტს და ტერიტორიული მთლიანობას. ჩვენ ამ ვიზიტისგან ველოდებით, რომ ქართულ-გერმანული ორმხრივი პოლიტიკური სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“, - განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.