მსოფლიო
აიათოლა ჰომეინმა მასშტაბური აქციების მოწყობაში „ირანის მტრები“ დაადანაშაულა
ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინმა დაადანაშაულა „ისლამური რესპუბლიკის მტრები“ მასობრივი საპროტესტო აქციების მოწყობაში, რომლებიც თითქმის ერთი კვირაა, ქვეყანაში მიმდინარეობს.
„ბოლო დროს ირანის მტრებმა გამოიყენეს სხვადასხვანაირი ინსტრუმენტი, მათ შორის ფული, იარაღი, პოლიტიკა და დაზვერვა ირანის რესპუბლიკაში პრობლემების შესაქმენლად“, - ასეთი კომენტარი დაურთო ჰომეინმა ირანში მიმდინარე მოვლენებს.
მას არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობდა „მტრებში“.
ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამჰანმა განაცხადა, რომ პროტესტების უკან აშშ-ის, ბრიტანეთისა და საუდის არაბეთის მთავრობები დგას.
ბოლო მონაცემებით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა.
დემონსტრაციები ხუთშაბათს მცირე აქციით დაიწყო, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებდა. შემდგომ ის მთელ ქვეყანას მოედო. შეკრებილები უკმაყოფილონი არიან ინფლაციით, სასულიერო ხელისუფლებით, ასევე საგარეო პოლიტიკით. თეირანში პოლიციამ აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. როიტერის ინფორმაციით, ქალაქ კეჰდერიჯანში დემონსტრანტებმა პოლიციის განყოფილება გადაწვეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პროტესტი მოედო ბირჯენდს, კერმანშახსა და შადეგანს.
ეს ყველაზე მასშტაბური აქციაა ბოლო 8 წლის განმავლობაში. 2009 წელს ირანელებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მაჰმუდ აჰმადინეჯადის გამარჯვება გააპროტესტეს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ გავაუქმეთ პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა - დონალდ ტრამპი
23 ოქტომბერი, 2025 , 09:38
აშშ-მა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას, „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ სანქციები დაუწესა
23 ოქტომბერი, 2025 , 09:32
სომხეთში ქალაქ გიუმრის მერი და სხვა ოფიციალური პირები კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 12:50
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა
17 ოქტომბერი, 2025 , 09:11
დონალდ ტრამპი ისრაელში ჩავიდა
13 ოქტომბერი, 2025 , 11:08
ღაზაში ომი დასრულდა - დონალდ ტრამპი
13 ოქტომბერი, 2025 , 11:04

