უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 აგვისტო, 2019 10:50
font-size

„აიცერით! მეორე წელიწადზე მეტია წითელა ვერ მოვიშორეთ“ - ემუქრება თუ არა ეპიდემია საქართველოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განცხადებით, წითელას ინფექცია ევროპის ისეთ ოთხ ქვეყანაში დაბრუნდა, სადაც ინფექცია უკვე აღმოფხვრილი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დაავადება აღარ იყო გავრცელებული ალბანეთში, ჩეხეთში, საბერძნეთსა და დიდ ბრიტანეთში. "ჩვენ უკან-უკან მივდივართ, არასწორ გზაზე ვართ", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეით ობრაიენმა.

წითელა გადამდები ინფექცია და პოტენციურად ფატალური დაავადებაა, რომელიც იწვევს ხველას, გამონაყარს და ცხელებას. მისი პრევენცია შესაძლებელია MMR ვაქცინის ორი დოზით, რომელიც დიდ ბრიტანეთში ყველა მცირეწლოვანი ბავშვისთვის უფასოა.

ქვეყანა ინფექციისგან თავისუფლად მიიჩნევა, თუ 12 თვის განმავლობაში კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ინფექციის ენდემური გადაცემა არ ფიქსირდება.

2019 წლის პირველი ექვსი თვის შემდეგ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსოფლიოში წითელათი დაავადებულთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ანგარიშში წერია, რომელიც 12 აგვისტოს გამოქვეყნდა.

რა მდგომარეობაა საქართველოში და ემუქრება თუ არა საფრთხე ჩვენს ქვეყანას?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე შემოდგომიდან წითელას ვირუსის მატებას ვარაუდობს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს:

"მთელი ეს პერიოდია აქტიურად ვეუბნებით მოსახლეობას - წითელა, წითელა... ვიხვეწებით, მოვუწოდებთ მათ ვაქცინაციისკენ, აიცერით! მეორე წელიწადზე მეტია წითელა ვერ მოვიშორეთ. შემოდგომაზე იგiვე ვარიანტია, რომ ისევ მოიმატოს. მასობრივად უნდა მოხდეს ვაქცინაცია. თუ მასობრივად არ მოხდა აცრა ეს არ გაჩერდება. ვინც აცრილია მას არ დაემართება", - თქვა იმნაძემ.

დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! - სალომე ზურაბიშვილი

12 დეკემბერი, 2025 , 17:14

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 12 დეკემბერს მოსახლეობას რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. „დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას! არა საქართველოს და

წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან - ნაწილ-ნაწილით გადახდისას

12 დეკემბერი, 2025 , 16:35

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზებების მომზადებას განაგრძობს. ამჯერად, შეთავაზებები ვრცელდება ნაწილ-ნაწილით გადახდაზე ოთხ ობიექტში - ძველი სუფრა, HOME, iPLUS და

მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება - ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard

12 დეკემბერი, 2025 , 12:30

SOLO-ს და Mastercard-ის ტრადიციად ქცეული საახალწლო კინოჩვენებები გრძელდება. 10 იანვარს, უყურეთ Disney-ს ლეგენდარულ ანიმაციურ ფილმს - „მეფე ლომს“, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ცოცხალი შესრულების თ

STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

11 დეკემბერი, 2025 , 19:03

საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმარ

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

11 დეკემბერი, 2025 , 16:41

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათ შორის, უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი ს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებაზე კონტროლი გამკაცრდა - სატყეო სააგენტო

11 დეკემბერი, 2025 , 16:32

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრებულია, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშ