სამართალი
ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს
თემქაზე, ახალგაზრდა გოგოს მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ნაირა ოტიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს.
ადვოკატის განაცხადებით, ის დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და შესაბამისად, დადასტურებულად არ იცის, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. მისივე თქმით, ის ჯერ არც საქმის მასალებს არ იცნობს.
"ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები, ჯერ არ მომისმენია თავად დაკავებულის პოზიცია. ითქვა, რომ აღიარებს დანაშაულს, თუმცა უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში, თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები. გავერკვევი ყველაფერში“, - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 22 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, შურისძიების მოტივით, ლადო გრიგალაშვილმა მეგობარს, 1997 წელს დაბადებულ ა. ნ-ს ცივი იარაღით სხეულის სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, განხრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დაკაავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის ჩადენას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
24 ოქტომბერი, 2025 , 15:33
ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
24 ოქტომბერი, 2025 , 14:44
მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 14:21
ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს
24 ოქტომბერი, 2025 , 12:41
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს
24 ოქტომბერი, 2025 , 11:31
დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

