პოლიტიკა
ახალი კანდიდატი პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს - დავით გაბაიძე
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის გადადგომის შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ცვლილებებზე აჭარის მთავრობაში გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობდა. გაბაიძემ აღნიშნა, რომ უშუალოდ პატარაძის გადადგომა მისი გადაწყვეტილება იყო.
გაბაიძემ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე დადებითად დაახასიათა.
„ის იყო აქტიური, ენერგიული, განსაკუთრებით აჭარის მთიანეთთან მიმართებაში. ბევრი პროექტი დაუკავშირდება ზურაბ პატარაძის სახელს. ის რჩება გუნდის წევრად“, – განაცხადა გაბაიძემ.
გაბაიძემ თავი შეიკავა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის შესაძლო კანდიდატის დასახელებისგან და დაამატა, რომ ამაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„ახალი კანდიდატი პრეზიდენტმა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა წარადგინოს. როგორც იურისტი, თავს ვერ მივცემ უფლებას, წინასწარ ვისაუბრო. თუმცა ვინ შეიძლება დაიკავოს ეს თანამდებობა, ამაზე გუნდის შიგნით კონსულტაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

