უკან

პოლიტიკა

31 მაისი, 2018 11:50
font-size

ახალი საკანონმდებლო ცვლილებებით, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად, ცრუ ცნობის წარდგენის ორგანიზება 2-დან 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტს „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან საკანონმდებლო ცვლილებებს აცნობს, რომლის მიხედვით, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად, ცრუ ცნობის წარდგენის ორგანიზებისთვის დადგენილი სასჯელის ვადა იცვლება.

გარდა ამისა, ახალი ცვლილებებით, იცვლება დანაშაულის დეფინიცია.

„სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების თავდაპირველ ვერსიაში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ან მისთვის უცხო ქვეყანაში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა. კორექტირებულ ვერსიაში კი, დაკონკრეტებულია, რომ საქართველოს მოქალაქისთვის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად, ცრუ ცნობის წარდგენის ორგანიზება ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებელის მიღების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე.

ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ქმედება ჩადენილია – არაერთგზის; ყალბი საბუთების გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 7 წლამდე (იყო 5-დან 8 წლამდე) ამასთან, კანონპროექტის კორექტირებული ვერსიით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილი იქნება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 8 წლამდე. იურუდიული პირი კი, დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება

19 ნოემბერი, 2025 , 12:23

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გადადებასთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს. როგორც უწყება აღნიშნავს, 2025 წლის 21 ნოემბერს ბრიუსელ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი

19 ნოემბერი, 2025 , 12:17

სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი „ევროპა“ არ არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ბრიუსელი დიალოგს გაუ

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი

18 ნოემბერი, 2025 , 16:31

ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია. როგორ შეიძლება, ანტიევროპული დაარქვა იმას, რასაც საქართველო აკეთებს და ეს საქმე აისახება საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებში, – ამ

საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი

18 ნოემბერი, 2025 , 16:24

ფორუმის მიზანი თუ ევროკავშირის გაფართოებაა, მაშინ რატომ არ უნდა იყოს მიწვეული ქვეყანა, რომელიც რეფორმების გატარების და საუკეთესო პრინციპების დანერგვის ერთ-ერთი ფლაგმანია? ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მიკერ

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა

18 ნოემბერი, 2025 , 16:10

რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს. რასაც ახლა ვხედავთ, იმავე მოვლენების განვითარებაა, რაც წლების წინ ბელარუსში ვნახეთ, ეს ძალიან საშიშია, - ამის შესახე

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე