უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 ივნისი, 2017 13:17
font-size

„ახალი საქართველო“ სამინისტროებსა და მერიაში შიდა აუდიტის სამსახურების გაუქმებას ითხოვს

„ახალი საქართველოს“ ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები, სამინისტროებსა და მერიაში შიდა აუდიტის სამსახურების გაუქმებას ითხოვენ.

პარტიის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, აუდიტისთვის გამოყოფილი მილიონობით დაფინანსება უშედეგოა და სამსახურები არაეფექტიანად მუშაობენ.

„სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურის და თბილისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მუშაობა ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და ჩვენ ამ უსაქმურობაში ფაქტობრივად ვხარჯავთ მილიონობით ლარს, “,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პარტიამ დღესვე წარმოადგინა 15 თვის განმავლობაში 9 სამინისტროსა და თბილისის მერიის დანახარჯები, რაც მათი ინფორმაციით, 2016 წლის იანვრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, 4 279 778 ლარს შეადგენს, აქედან 1 506 588 ლარი პრემია-დანამატია.

,,ახალი საქართველოს’’ ინფორმაციით, შიდა აუდიტის სამსახურისთვის გაცემული პრემია-დანამატის თვალსაზრისით, დედაქალაქის მერია ლიდერობს. მომდევნო კი, მათივე ცნობით, განათლების სამინისტროა.

რამდენიმე დღის წინ, პარტიამ „ანტიკორუფციული ბიურო“ შექმნა, რომლის მთავარი მიზანიც ხელისუფლებაში კორუფციული ფაქტების გამოვლენა და რეკომენდაციების გაცემა არის.

ნინო ექვთიმიშვილი

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან მან, თუ ერთმა, მმართველმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია! ძალიან მეცოდებიან - პრეზიდენტი

25 ნოემბერი, 2024 , 19:11

დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა, ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში გან

„პარლამენტში” გასულთა ინდივიდუალური განცხადებები უკვე ხელმოწერილია და ჩაბარებული, მაგრამ სიის ჩახსნის შემდეგ კიდევ ერთხელ შევა - ნიკა გვარამია

25 ნოემბერი, 2024 , 18:15

სიების ჩახსნაზე ჩემი და ნიკა მელიას მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ცესკოს ჩაბარდა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს. „სად ვარ და რაზ

დადექით ხალხთან ერთად არა ცალ-ცალკე, არამედ ერთად, კარავში გაათიეთ ღამეები, ასხივეთ თავდაჯერებულობა და სიძლიერე - ლაშა ბერულავა

25 ნოემბერი, 2024 , 17:38

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში წერს: „ახლა, როცა დღევანდელი აქციაც იშლება, დავწერ იმას, რაც აქამდეც ცხადი იყო, მაგრამ არ ვწერდი(თ) გასაგები მიზეზების გამო, რადგან "ამის დრო არ იყო": ძვირფასო ოპოზიცია! სან

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა

25 ნოემბერი, 2024 , 17:18

XI მოწვევის პარლამენტმა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, კომიტეტებს უმრავლესობის შემდეგი წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ: აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარა

„შავი ორშაბათი“ საქართველოში - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერი, 2024 , 17:10

„შავი ორშაბათი“ საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც დღეს, საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა

25 ნოემბერი, 2024 , 14:06

XI მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახდა. პაპუაშვილი პარლამენტის სპიკერის პოსტზე ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა და 88 ხმით - ერთხმად დაამტკიცა. პაპუაშვილი კენჭისყრამდე ვ