პოლიტიკა
ახალმა პრემიერმა ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა
„ქართულმა ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის კანდიდატად ოფიციალურად წარდგენის შემდეგ მამუკა ბახტაძემ იმ ოთხპუნქტიან გეგმაზე ისაუბრა, რომლის განხორციელებასაც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ აპირებს.
„პირველი - ეს იქნება ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის ბოლომდე მიყვანა და საქართველოს ევროპულ სივრცეში სრული ინტეგრაცია.
მეორე - ჩვენ განვახორციელებთ ინოვაციურ და ფუნდამენტურ რეფორმებს ყველა საჭირო მიმართულებით, ჩამოვაყალიბებთ ახალ ეკონომიკურ მოდელს, ახალი სამართლიანი წესებით, რომელიც შეეხება თითოეულ ოჯახს. შევძლებთ და შევამცირებთ ჩამორჩენას დემოკრატიის მაღალ სტანდარტსა და ეკონომიურ მდგომარეობას შორის.
მესამე - მცირე მთავრობის კონცეფცია, საქართველოს სჭირდება მცირე, მაგრამ ამავდროულად მოქნილი და ეფექტური სამთავრობო უწყებები, მიზანშეწონილად მიმაჩნია გაძლიერდეს ინსტიტუციური და საზოგადოებრივი კონტროლი ამ უწყებებზე, ამავე დროს ანტიკორუფციული ხაზით.
მეოთხე - განათლება, ინოვაცია და ახალგაზრდობა,“-განაცხადა ბახტაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08
იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 16:56
ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე
17 ნოემბერი, 2025 , 13:51

