სამართალი
ახალშობილის ცემისთვის დაკავებულ ძიძას გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩვილის ცემაში ბრალდებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით.
აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
,,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულ ელენე ს.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით, საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს თანხის სრული მოცულობით გადახდის შემთხვევაში ბრალდებული გათავისუფლდება სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან.
სასამართლომ შუამდგომლობის განხილვისას დასაბუთებული ვარაუდის შესაბამისად დანაშაულის ძალადობრივი ხასიათის, ბრალდებულის საქმის მიმართ უპასუხისმგებლო და არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულების, მისი პიროვნების, ემოციური ხასიათის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან არასათანადო ქცევის რისკი. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების გათვალისწინებით, სასამართლომ ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის მიზნით, სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა.
საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისში ძიძამ მცირეწლოვანს თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახი დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2016 წლის 21 დეკემბერს 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში’’, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა - საქართველოს პროკურატურა
12 იანვარი, 2026 , 16:26
შინაგან საქმეთა სამინისტრო ოზურგეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და დეტალებს განმარტავს
12 იანვარი, 2026 , 16:13
პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
12 იანვარი, 2026 , 15:47
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
12 იანვარი, 2026 , 13:06
თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 15 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
9 იანვარი, 2026 , 12:04
კახეთში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
9 იანვარი, 2026 , 11:03


