უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 აპრილი, 2017 16:30
font-size

ახლობლები ორთაჭალაში მოკლული ახალგაზრდას გარდაცვალებას პოლიციის დაუდევრობას უკავშირებენ

ორთაჭალაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ირკვევა. მოკლული 24 წლის ბიჭის ახლობლებს კითხვები აქვთ სამართალდამცველებთან.

მათი ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ერთი საათის განმავლობაში პოლიციის მანქანაში ჰყავდათ და გამოკითხვას აწარმოებდნენ, დაგვიანებული სამედიცინო დახმარების გამო კი, ფატალური შედეგი დადგა.

ოჯახის ახლობელის ინფორმაციით, გამოკითხვის დროს დაჭრილი მამაკაცი შეუძლოდ გახდა და პოლიციამ დაიწყო მისი საავადმყოფოში გადაყვანა, თუმცა გზაში სამართალდაცვლებეს ბენზინი გაუთავდათ და იძულებულები გახდნენ ახალგაზრდას გადასაყვანად ახალი ეკიპაჟი გამოეძახებინათ.

საპატრულო პოლიციის სხვა მანქანაში გადაყვანის შემდეგ კი, მამაკაცი საავადმყოფიში მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.

,,ჭრილობა ვნახეთ ბავშვის ფეხზე, მაგრამ ისე გამოიყურებიდა, თითქოს დაკაწრული იყო. ვუთხარით, საავადმყოფოში წაგიყვანთო და არა, ძალიან კარგად ვგრძნობ თავსო. ამ 2 საათის მანძილზე, სანამ პატრული მოვიდოდა, ბავშვი იყო ეზოში, შემდეგ პატრულს მანქანაში ჰყავდა დაკითხვაზე და გამხდარა ცუდად. ჩააქროლეს დაბლა, გაუთავდათ ბენზინი, მერე გადაიყვანეს სხვა საპატრულო მანქანაში და საავადმყოფოში უკვე მიასვენეს’’, - ამბობს ოჯახის ახლობელი ტელეკომპანია ,,იბერიასთან’’ საუბარში.

ახლობლების ბრალდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა.

,,საწვავი რომ გამოელია, ეგ რაღაც ლეგენდების სფეროდან არის. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პრესსამსახური გააკეთებს განცხადებას და ყველაფერი იქნება ცნობილი, თუ რა მოხდა, როდის მივიდა საპატრულო და როდის წაიყვანა’’, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

სროლა გუშინ ღამით მოხდა. მამაკაცმა, რომელიც ახლობლების ინფორმაციით ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო, სასიკვდილოდ საკუთარი შვილი დაჭრა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მკვლელობის მოტივად შელაპარაკება სახელდება.

ფაქტზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 11-108-ე (ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს.

ნინო ექვთიმიშვილი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა