უახლესი ამბები
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს დატოვებისკენ მოუწოდა
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა, პროტესტის ნიშნად დატოვონ საკრებულო. თვითონ ელისაშვილმა საკრებულო 2 ოქტომბერს დატოვა.
„მე მსურს, მოვუწოდო თბილისის საკრებულოს, რომ კიდევ ერთხელ ნუ შეირცხვენს საკრებულოს ეს შემადგენლობა თავს. ასევე, მე მინდა, მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით და უპირველეს ყოვლისა, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს, ხომ ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს თბილისის საკრებულოს აბუჩად აგდებას, კიდევ რა მიზეზი უნდათ იმისთვის, რომ წამოვიდნენ. მეტი რაღა უნდა ქნას ბიძინა ივანიშვილმა, რომ კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენოს თბილისის საკრებულოს“, - თქვა ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.
ელისაშვილის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისთვის პუშკინის სკვერთან გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალური მიწისქვეშა ავტოპარკინგი არ აშენდება. თბილისის მერობის კანდიდატის მტკიცებით, ტერიტორია სასტუმროს დაუთმეს, რადგან იქ მხოლოდ 30 მანქანის პარკირება იქნება შესაძლებელი.
„ამ ხნის განმავლობაში, ფაქტია, რომ „ქართული ოცნება“ იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ იქ მუნიციპალური მიწისქვეშა პარკინგი უნდა გაკეთდეს და ყველასთვის უნდა იყოს ეს პარკინგი. დადასტურდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 30 მანქანაზე იქნება ეს ავტოპარკინგი, რაც იმას ადასტურებს, რომ სინამდვილეში, სწორედ რომ ბიძინა ივანიშვილის სასტუმროსთვის კეთდება ეს პარკინგი და არა საერთო სარგებლობისთვის“, -თქვა საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, 29 სექტემბერს თბილისის საკრებულომ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ორი გადაწყვეტილება მიიღო. საკრებულომ პუშკინის სკვერთან, „პანორამა თბილისის“ სასტუმროს მიმდებარედ მიწისქვეშა ავტოსადგომის ასაშენებლად მიწის ნაკვეთს ფუნქციური ზონის სტატუსი შეუცვალა, ხოლო თაბორის მთაზე 4 700 მ2 ფართობის მიწას რეკრეაციული სტატუსი „თაბორი რიზორთსის“ სასარგებლოდ მოხსნა. თაბორის მთის აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას გოლფის მოედნების მოსარწყავად საირიგაციო ნაგებობის აშენება სურს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03

მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს სიმკაცრე საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება და ქვეყანა განვითარდეს სწორად - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:52
რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს ყველაფერი კარგია იმისათვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ, საბოლოოდ, საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა- ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:37

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:25