არქივი
პოლიტიკა
ალექსანდრე ჯეჯელავამ ამერიკის მშვიდობის კორპუსის მაღალი რანგის დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ამერიკის მშვიდობის კორპუსის მაღალი რანგის დელეგაციას და ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელის უმასპინძლა. მშვიდობის კორპუსის დელეგაცია წარმოდგენილი იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეილა ქროულის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებს შორის იყო თეთრ სახლში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი მეთ მაკკინი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მშვიდობის კორპუსის დელეგაციასთან შეხვედრის მიზანი ქვეყნის საკვანძო პარტნიორებთან დიალოგი და ელჩთან ერთად, საქართველოში მშვიდობის კორპუსის მიმდინარე და მომავალი საქმიანობის განხილვა იყო.
ალექსანდრე ჯეჯელავამ ამერიკულ მხარეს განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო და ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა არსებული პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

