უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

4 დეკემბერი, 2017 16:55
font-size

ამ ეტაპზე სასამართლოზე ბრალდებულს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია - პროკურორი

ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის განზრახ მკვლელობის საქმის პროკურორის, იოსებ ხუციშვილის ინფრომაციით, დაცვის მხარე დათანხმდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას.

ხუციშვილის თქმით, თვითონ ბრალდებულს სასამართლო პროცესზე არაფერი არ უთქვამს.

„ბრალდების მხარე რასაც ითხოვდა, თვითონ ბრალდებული და მისი ადვოკატი დაეთანხმნენ წარმოდგენილ შუამდგომლობას, კერძოდ პატიმრობის შეფარდებას. ამ ეტაპზე სასამართლოზე ბრალდებულს რაიმე განცხადება არ გაუკეთებია“,- თქვა პროკურორმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, რითაც დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

ორივე ბრალდებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. სასამართლო პროცესს მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი ესწრებოდა, მეორე მიმალვაში იმყოფება, რის გამოც წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

დღეს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უწყებამ კიდევ 3 პირი დააკავა.

1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე 51-ე სკოლის 2 მოსწავლე დაჭრეს. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, მეორე კი 2 დეკემბერს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ანა მებურიშვილი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა