უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
პოლიტიკა
ამაზე დიდი აბსურდი, იმ აბსურდისტანში სადაც ვცხოვრობთ, არ გამიგია - გრიგოლ ვაშაძე
„საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს“, - ამის შესახებ განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატმა - გრიგოლ ვაშაძემ, საერთაშორისო დამკვირველბლებს შეხვდრისას.
„საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მაქსიმალურად პატიოსნად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს. ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ეს ძნელი განსახორციელებელია, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ხალხმა ობიექტური ინფორმაცია მიიღოს: როგორ ჩაიარა წინასაარჩევნო კამპანიამ, რამდენად არათანაბარი იყო პირობები, რამდენად არათანაბარი იყო დაფინანსება, როგორ არის ბიზნესი დაშინებული, რომ მხარი არ დაუჭიროს გაერთიანებულ ოპოზიციას, როგორ არიან მოქალაქეები დაშინებული, რომ თავისი აზრი არ გამოხატონ და რაც ყველაზე მთავარია, რამდენი ხანია, გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-დან ითხოვს ამომრჩევლების სიას. ამაზე დიდი აბსურდი, იმ აბსურდისტანში სადაც ვცხოვრობთ, არ გამიგია.
ცესკო უარს ეუბნება 11 პოლიტიკურ პარტიას, რომ მისცეს ამომრჩევლების სია. ეს არის ე.წ. ქართული ოცნებისა და ივანიშვილის საოცარი დემოკრატია, რომელიც ყვავის, იფურჩქნება და, რომელშიც სამწუხაროდ, გვიწევს ცხოვრება“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.