უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:38სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
კომენტარი
ამერიკა საქართველოს მარტო დატოვებას რთული გამოწვევების წინაშე არ აპირებს - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მაიკ პენსის ვიზიტმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს რეგიონში მთავარ მოკავშირედ განიხილავს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, პენსის გზავნილი ადასტურებს, რომ ამერიკა საქართველოს რთული გამოწვევების წინაშე მარტო დატოვებას არ აპირებს.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს რეგიონში მთავარ მოკავშირედ, სანდო პარტნიორად და ერთგულ მეგობრად განიხილავს.
ვიცე-პრეზიდენტმა მკაფიო და მტკიცე მეგობრული გზავნილები გადასცა ჩვენს ხალხს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში, პრეზიდენტის ახალი ადმინისტრაციის მაღალი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ნათელი გზავნილი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს საქართველოს მარტო დატოვებას რთული გამოწვევების წინაშე. ვიცე-პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას მოქმედ ხელისუფლებასთან და მმართველ პოლიტიკურ გუნდთან, რომლის მმართველობის პირობებში, მაიკ პენსის განცხადებით, ქვეყნის განვითარების ბოლო ხუთი წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო. ეს არის საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის უპრეცედენტო შეფასება, რომელიც გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ დემოკრატიული რეფორმების განხორციელება, სტაბილური განვითარებით მივაღწიოთ მეტ წარმატებას და ხალხის კეთილდღეობას, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს.
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისა და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
6 თებერვალი, 2026 , 11:53
„ცალი კალოშით“ მოსული და ჯარის ფულით და ბიზნესის რეკეტით გამდიდრებული „ნაცებისგან“ განსხვავებით, აქ ყველას შემოსავლების დასაბუთებული წარმოშობა აქვს - ნინო წილოსანი
4 თებერვალი, 2026 , 17:07
ათი განცხადება მაინც მოვისმინე, თითქოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის საუკუნოვანი ბრენდი, თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს, რომ კითხვაც კი არავის გასჩენია - ირაკლი კობახიძე
4 თებერვალი, 2026 , 15:53
სუს-ში არ ადასტურებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფება
4 თებერვალი, 2026 , 15:16
მამუკა მდინარაძე ამერიკაში გააგზავნეს, ეტყობა, დარსალიას შეხვედრის ფარგლებში რაღაც ვერ მოგვარდა და ახლა ცდილობენ, მდინარაძის ვიზიტით მოგვარდეს - გიგა ფარულავა
4 თებერვალი, 2026 , 15:08
ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემცირდეს ფასები, ხელისუფლება და ბიზნესი ერთად უნდა დავსხდეთ, რომ გამოვძებნოთ ფასების შემცირების გზები და ვფიქრობ, ეს მიღწევადია - ირაკლი კობახიძე
4 თებერვალი, 2026 , 14:47


