არქივი
პოლიტიკა
ამერიკას არ ჰყავს და არც ეყოლება ევროპაზე უკეთესი პარტნიორი - დონალდ ტუსკი დონალდ ტრამპს
ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ბრიუსელში ყოფნისას აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა, რომ ტრამპის კრიტიკის მიუხედავად ვაშინგტონს ევროპაზე უკეთესი პარტნიორი არ ჰყავს. ტუსკმა ურჩია ტრამპს, ამის შესახებ გაიხსენოს ჰელსინკში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას.
ტუსკმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები.
„ნატო-ს სამიტის წინ მინდა პირდაპირ მივმართო პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც დიდი ხანია და თითქმის, ყოველდღიურად აკრიტიკებს ევროპას, მისივე შეფასებით, არასაკმარისი წვლილის შეტანისთვის საერთო თავდაცვის შესაძლებლობისთვის.
ბატონო პრეზიდენტო, ამერიკას არ ჰყავს და არც ეყოლება ევროპაზე უკეთესი პარტნიორი. ევროპა თავდაცვაში უფრო ბევრ ფულს ხარჯავს, ვიდრე რუსეთი და იმდენს რამდენსაც ჩინეთი. ეჭვი არ გვეპარება, ალბათ, იმაში, რომ ეს არის ინვესტიცია აშშ-ისა და ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოებაში.
მინდა ორი რამ ვთქვა, ამერიკელებო, დააფასეთ თქვენი მოკავშირეები, რადგან ბევრი არ გყავთ, ევროპელებო, თქვენ კი გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები, რადგან ყველა ელის, რომ თავისი მოკავშირე კარგად მომზადებული და აღჭურვილია. ფული მნიშვნელოვანია, მაგრამ სოლიდარობა უფრო მნიშვნელოვანია. ამერიკის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ მარტო იცავს ევროპას მტრისგან და ამ ბრძოლაშიც მარტოა. მაგრამ ევროპა პირველი იყო, რომელიც სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გამოეხმაურა აშშ-ის მოწოდებას, ევროპელი ჯარისკაცები იბრძოდნენ ამერიკელების მხარდამხარ ავღანეთში.
ბატონო პრეზიდენტო, გაიხსენეთ ეს ყველაფერი ხვალისთვის, როდესაც ნატო-ს სამიტზე შევხვდებით და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრეზიდენტ პუტინს შეხვდებით ჰელსინკიში. ყოველთვის ღირს იცოდე, ვინ არის შენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი“, - დასძინა ტუსკმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები მათთვის გაგზავნილ წერილებში გააკრიტიკა, რომ ისინი არ ხარჯავენ საკმაო თანხებს თავდაცვაში. ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა, თუ რამდენი იხარჯება ნატო-ს წევრ ქვეყნებში თავდაცვაზე.
ნატოს სამიტი ხვალ გაიმართება. ბრიუსელში იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. ის ნატო-ს შტაბბინაში მივა და სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერებთანაც.
საკვანძო სიტყვები:
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე დიალოგის გადადება აჩვენებს, რომ ბრიუსელი მზად არ არის, მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები - საქართველოს საგარეო უწყება
19 ნოემბერი, 2025 , 12:23
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, საკუთარი პოზიციები როდესაც დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვით ჩამოგეშლება - შალვა პაპუაშვილი
19 ნოემბერი, 2025 , 12:17
ანტიევროპულ პოლიტიკას აწარმოებს არა საქართველო, არამედ ბრიუსელის ადმინისტრაცია - გია ვოლსკი
18 ნოემბერი, 2025 , 16:31
საქართველო იმის გამო ისჯება, რომ არაფორმალური მმართველებისთვის სასურველი მოძალადეების დაჯგუფება ხელისუფლებაში ვერ მოდის და იმ პოლიტიკას ვერ ახორციელებენ, რომლის გატარებაც თუნდაც რუსეთ-უკრაინის ომში სურდათ - ნინო წილოსანი
18 ნოემბერი, 2025 , 16:24
რასაც ახლა ვხედავთ, ამას მთავრობას ვერ ვუწოდებთ, ეს რეჟიმია, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ ასრულებს - მარგუს ცაჰკნა
18 ნოემბერი, 2025 , 16:10
სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
18 ნოემბერი, 2025 , 12:08

